transfermarketweb: "დორტმუნდი" კვარაცხელიას ტრანსფერზე "რუბინს" დაუკავშირდა

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "დორტმუნდი" მართლა სერიოზულად დაინტერესდა საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით. გერმანული კლუბი კვარაცხელიას თაობაზე "რუბინს" დაუკავშირდა, - იტყობინება transfermarketweb-ი.

გამოცემის მტკიცებით, "დორტმუნდმა" 19 წლის ფეხბურთელზე "რუბინს" უკვე მიმართა და მისადმი ინტერესს აგრეთვე მოსკოვის "ლოკომოტივი" და "ტორინო" იჩენენ. ხვიჩას თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ისეთი ჟამი დაგვიდგა, რომ ძალიან ცოტა რამ გვახარებს ქართველებს.
ერთ-ერთი ეს პატარა ბიჭია.
დაგლეჯილი, მტრების ალყაში მოქცეული, უპატრონო და ობოლი ერის იმედი ხარ, ხვიჩა!
და თუ შენ დიდი ფეხბურთელი დადგები, ჩვენი სამშობლოს ცხოვრება ცოტათი მაინც შეიცვლება უკეთესობისკენ!
ILIA
01:25 04-11-2020
2
მაკედონიას რომ გაუტანა, მეგობრებთან ვუყურებდი და ყველამ ერთად წამოვიძახეთ გვეღირსაო! მართლაც ასეა, არველაძეების,ქეცბაიას, ქინქლაძის... ამ თაობის მერე მსოფლიოს დონის ფეხბურთელი გვეღირსა და მას ხვიჩა კვარაცხელია ქვია!!!
დიმო
02:29 04-11-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული