"მატჩ ტვ"-ის კომენტატორმა სტანისლავ მილინმა sportbox-თან ინტერვიუში ყაზანის "რუბინის" ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"ხვიჩას "სევილიაში" ტრანსფერი სავსებით შესაძლებლად მიმაჩნია, რადგან კვარაცხელიას ევროპული დონის პოტენციალი აქვს. კიდევ ერთი ფაქტორია, მიმდინარე სეზონში ოკამპოსის შედეგიანობა ძალიან დაეცა და წინა წლის ჩრდილიც არ არის, საკუთარ თავს არ ჰგავს, არადა, შარშან ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენაფლანგელი იყო. ახლა ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა.
შემიძლია ხვიჩა "სევილიას" მარცხენა ფლანგზე წარმოვიდგინო, თუმცა მთავარია, რა დრო დაეთმობა მას. ამ გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა. იმაზე ვლაპარაკობ, რატომაც მირანჩუკი "ატალანტაში"
ვერ თამაშობს. ზუსტად იგივე რამ შეიძლება განმეორდეს ხვიჩას შემთხვევაში. მას ახალ ჩემპიონატთან, განსხვავებულ რიტმსა და ფეხბურთთან შეგუება მოუწევს. ამ ყველაფერში ფიოდორ სმოლოვი სულ ცოტა ხნის წინ დარწმუნდა.
თუმცა ხვიჩა ფიოდორზე გაცილებით ახალგაზრდაა. ქართველი ფეხბურთელად ახლა ყალიბდება. თუ ევროპულ კლუბში ახლა გადავა, შესაძლებელია, ეს პროცესი დაჩქარდეს.
ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეტევის მარცხენა ფლანგზე "სევილიას" ახალგაზრდა ტალანტი ჰყავს. ეს ბრაიან ჰილი გახლავთ, რომელიც "ეიბარშია" განათხოვრებული და გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა და განვითარება შეუძლია. ეს ყველაფერი, ჯამში, ხვიჩასთვის საინტერესო, კონკურენტულ და საკმაოდ რთულ პირობებს ქმნის", - თქვა მილინმა.
ეს ყველაფერი იმისთვის არ დამიწერია რომ ხვიჩაზე გადავიტანო კოპი ფეისტით. პირიქით, ამ ბიჭს ყვეკაზე მნიშვნელოვანი რაც აქვს არა უსაზღვრო ტალანტი არამედ ამ ასაკისთვის გასაოცარი პროფესიონალიზმია! ხვიჩა ყველგან შეძლებს თავის დამკვიდრებას და ეს მაშინ დაამტკიცა როდესაც რუსთავიდან რუსეთის ჩემოიონ გუნდში აღმოჩნდა. მაშინ დონეებს შორის ცა და დედამიწასავით განსხვავება იყო და ახლა ამხელა ნახტომის გაკეთება აღარ დასჭირდება რომელ ლიგაშიც არ უნდა მიხვდეს. ვიმეორებ რუსეთი ტოპ 5-ს ყველაზე მეტადაა მიახლოვებული. მეტიც ხვიჩას უკვე შეუძლია უმაღლეს ეშელონში თავის წარმოჩენა. დამეთანხმება მცოდნე ხალხი რომ სევილია და ფორტმუნდი მაინც მეორე ეშელონია. თუმცა მისთვის ალბათ ყველაზე ხელსაყრელი ასეთი სცენარი იქნება. სეზონის ბოლომდე რუბინში (სლუცკის დარჩენის პირობებში), შემდეგ მეორე ეშელონი და უმაღლრსი ეშელონის კლუბების მთავარი მომმარაგებელი ბოლო ათწლეულში დორტმუნდის ბორისია და კიდევ 2 წელიწადში, 22 წლის ასაკში ოცნების ახდენა და რეალ მადრიდი!