ოქრიაშვილს მუხლის ტრავმა აქვს და უცნობია, როდის ითამაშებს

AutoSharing Option
larnakasports-ის ცნობით, "ანორთოსისის" ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს მუხლის ძვალი აქვს შეშუპებული, 28 ნოემბერს კვიპროსის ჩემპიონატზე "ენოსისთან" ვერ ითამაშებს და შეიძლება შემდეგ მატჩებშიც ვერ დაეხმაროს გუნდს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ოქრიაშვილი "ანორთოსისის" შეუცვლელი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი არყოფნა გუნდს ძალიან აზარალებს.

თორნიკემ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ითამაშა. შემდეგ ერთა ლიგაზე სომხეთთან და ესტონეთთან შეხვედრები გამოტოვა, გუშინ კი "ანორთოსისი" მის გარეშე აელ-თან 0:1 დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული