ქართველები ევროპა ლიგაზე

AutoSharing Option
26 ნოემბერს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩებში იმ გუნდებმაც ითამაშეს, რომლებშიც ქართველი ლეგიონერები არიან.

"ვოლფსბერგერი" საკუთარ მოედანზე ზაგრების "დინამოსთან" 0:3 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა, ხოლო გურამ გიორბელიძე 82-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

პრაღის "სპარტამ" სახლში 4:1 სძლია "სელტიკს". ჩეხურ გუნდში სათადარიგო იყო 19 წლის მცველი ივა გელაშვილი.

"გენტი" შინ 0:2 დამარცხდა "ცრვენა ზვეზდასთან". მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია და განაცხადში ისევ არ იყო.

"ლეხს" ლიეჟში 2:1 მოუგო ადგილობრივმა "სტანდარდმა". პოლონელთა გუნდის თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა 83-ე
წუთზე შევიდა შეცვლაზე.

ნიკა ნინუას პაოკ-მა გასვლაზე 2:3 წააგო პსვ-სთან. არადა, თავიდან 2:0-ს იგებდა. ჩვენებური სათადარიგო იყო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მერე გაგვიკვირდება რატომ ვერ ვხვდებით ევროპაზე და მსოფლიოზე.. უსუსტეს გუნდებშიც ზამენაზე სხედან ჩვენი ბიჯები პრაქტიკის გარეშე.. სამწუხაროა, მაგრამ რეალობას უნდა გავუსწოროდ ყველამ თვალი
geo-geo
06:03 27-11-2020
2
დიდი წვლილი გაუღიათ საკუთარი გუნდების წარმატებაში
Dato
10:58 27-11-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული