შეუპოვარმა კიტეიშვილმა "აუსტრიასთან" დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნამდვილი სპორტსმენია საქართველოს ნაკრებისა და "შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი - ჯერ კორონავირუსი დაამარცხა, შემდეგ ტრავმაც მოირჩინა, რის გამოც საქართველოს ნაკრებს სამ უკანასკნელ კატასტროფულ მატჩში ვერ დაეხმარა, ავსტრიის ბუნდესლიგის გასულ ტურში დაბრუნდა - "სვაროვსკისთან" (1:0) მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე, დღეს კი "აუსტრიასთან" მწვრთნელმა სასტარტოში დააყენა, 87-ე წუთამდე ათამაშა და არც უნანია.

კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა და თავისი გუნდის გამარჯვებაში (4:0) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ოთარმა მიმდინარე ჩემპიონატის 7 შეხვედრაში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

"შტურმი" 10 ტურის შემდეგ 18 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ "ზალცბურგს"
4 ქულით ჩამორჩება, თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 12 დეკემბერს "ადმირას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
გოლის ავტორის მაგივრად პასის ავტორისკენ გაიქცე პირველი მისალოცად ცოტა უცნაურია.
გიო
06 დეკემბერი 2020 19:46
0
შეუპოვართან ერთად დაუნდობელიც თუ გახდა მერე ნახეთ თქვენ..
პპპ123
06 დეკემბერი 2020 18:56
0
ეს რა მათხოვრობაა, 1 წუთიან ვიდეოში ორი რეკლამა რომ ჩაგერთვება-))
რეკლამაა
06 დეკემბერი 2020 07:09
2
კიტე მაგარი სირი გუნდელებკ გყავს! გოლი გაიტანე და თანაგუნდელები "პრასტერელის" გამკეთებელს ულოცავდნენ???! მათშორის მეტრზე ახლოს რომ გედგა ისიც. დროზე წადი მაგ გუნდიდან.
???
06 დეკემბერი 2020 03:49
3
ეჰ, ნაკრებს რო დასჭირდა, ყველა მაშინ დაიხოცა... ჩვენი ბედიც მოვ-ან და უბედობაც...
ვოოტ
06 დეკემბერი 2020 01:13
1
ჩემი აზრით ოთარს თავისუფლად შეუძლია გერმანის ბუნდესლიგის ან სერია ა ს დონეზეც ითამაშოს უკვე შარშანდელი სეზონიც ძალიან კარგი ქონდა და ამ სეზონსაც კარგად იწყებს და ვფიქრობ მგონი უკვე დროა უფრო მაღალი დონის ლიგაში გადავიდეს.
ზურა
06 დეკემბერი 2020 00:31
2
დიდი იმედი მაქვს ტოპ 5-ის რომელიმე კლუბში გადავა. წარმატებები
David
05 დეკემბერი 2020 23:20
2
ღმერთო რატომ გაგვწირე ესე, გადამწყვეტ თამაშში რამდენი მაგარი ბიჭი გვაკლდა. მე დარწმუნებული ვარ ეს ბიჭები ღმერთის დახმარებით აუცილებლად გაგვახარებენ.
საქართველო
05 დეკემბერი 2020 22:59
0
მემგონი გადაზრდილია ავსტრიის ჩემპიონატისთვის
Haaland
05 დეკემბერი 2020 22:58
3
ისეთი ლამაზი გოლები გაიტანა და ვიდეო რომ დაგედოთ რა იქნებოდა
დდ
05 დეკემბერი 2020 22:47
1
შენ დაგედო ლინკი კომენტარში.:)))
Aguli
05 დეკემბერი 2020 23:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული