ჩაკვეტაძემ გაიტანა - ის კვლავ გუნდის ლიდერი უნდა გახდეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გენტმა" ამხანაგურ მატჩში ბელგიის 1В დივიზიონის "დეინცე" 3:0 დაამარცხა და ამ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა - 20 თვის შემდეგ პირველად.

ის ახალმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა სასტარტოში დააყენა და 55-ე წუთზე გოლი გაიტანა. მან 70-ე წუთამდე ითამაშა. ასე რომ, გიორგიმ ტრავმა მოირჩინა და პირველ გუნდში დაბრუნებასთან ახლოსაა.

ბელგიური პრესის ცნობით, ვანჰაზებრუკი გუნდის გადაწყობას აპირებს და ქართველ ლეგიონერზე დიდ იმედებს ამყარებს.

"გენტი" 11 დეკემბერს ევროპა ლიგაზე "ჰოფენჰაიმს", ხოლო 13 დეკემბერს ბელგიის ჩემპიონატზე "სტანდარდს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ამიხსენით ვინმემ, როგორ შეიძლებოდა ამ ბურთის ვერ გატანა? ამას თუ კაცი ვერ გაიტან, მინდორზე კი არა სტადიონის ტერიტორიასთან 1 კმ-ში არაფერი გესაქმება!
ეს ბიჭი წამოსაყვანია ისეთ ჩემპიონატში სადაც ამდენი ტრამვები არ ექნება, თორემ მისი კარიერა უკვე დაღმართისაკენ მიექანება.
20 თვეში ერთხელ ბურთის გატანა თავდამსხმელისათვის საშინელი მინუსია..
kako
08 დეკემბერი 2020 14:02
5
რა ჭირს ამ ხალხს, ყველა მომენტს გამოყენება უნდა და გამოიყენა ეს მომენტი ჩაკვეტაძემ ამაში ცუდი რაა, ჩაკვე მიდი მიაწექი და ბევრი იშრომე.
ziko
09 დეკემბერი 2020 20:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული