ქვილითაიამ "ანორთოსისი" დამარცხებისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის მე-14 ტურში "ანორთოსისი" ლარნაკაში "ერმისს" დაუზავდა - 1:1.

აშკარად უჭირს "ანორთოსისს" ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილის გარეშე თამაში, გასულ ტურში "დოქსასთან" 1:2 წააგო, დღეს კი მარცხისგან გიორგი ქვილითაიამ იხსნა.

ანგარიში პირველ ტაიმში მასპინძლებმა გახსნეს, 78-ე წუთზე კი საპასუხო გოლი ქვილითაიამ თავურით გაიტანა. ეს მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ 10 შეხვედრაში მისი მე-7 გოლია.

ისევე როგორც ქვილითაიამ, შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ, ბუბა დაუშვილმა კი ეს დაპირისპირება დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

"ანორთოსისი" 27 ქულით მესამე ადგილზეა და 18 დეკემბერს "პაფოსს" უმასპინძლებს.

-15DEC/02/1-okriasvili_3acfc.jpg" border="0" alt="alt" style="height: 50px; width: 50px;" title="ქვილითაიამ "ანორთოსისი" დამარცხებისგან იხსნა [VIDEO]" />"ერმისთან" ქვილითაია ითამაშებს, ოქრიაშვილი - ვერა
მკითხველის კომენტარები / 3 /
უკეთეს ჩემპიონატსაც გაქაჩავს
გენა
11:33 13-12-2020
2
კვიპროსის ჩემპიონატის დონეს აკმაყოფილებს:)
3

სიახლეები პოპულარული