ლევან შენგელიამ საგოლე პასი გააკეთა - "ქონიასპორმა" თასზე იმარჯვა

AutoSharing Option
კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ ნახევარმცველი ლევან შენგელია თანდათან ფორმაში დგება; წინა მატჩებში შეცვლაზე შევიდა, დღეს კი, თასის 1/16-ფინალში სასტარტოში დააყენეს და 88-ე წუთზე შეცვალეს.

ქონიელებმა პირველი ლიგის თანალიდერი "ალტიდორდუ" სახლში 3:1 დაამარცხეს და ამ შეხვედრაში ქონიელთა მწვრთნელმა ისმაილ კარტალმა მოედანზე ექსპერიმენტული შემადგენლობა გაიყვანა.

თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, შემდეგ კი 16 წლის ახმეტ კარადემირმა შენგელიას პასით ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბურთს რომ შეეხო 4-ჯერ იმას რატომ არ წერ? ერთი მომენტი გაიხსნა კიდევ, კუთხურიც ჩააწოდა მოკლედ ამ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი იყო
იკო
00:33 18-12-2020
1

სიახლეები პოპულარული