განრისხებული ქეცბაია დაცვის ხაზის გამოცვლას აპირებს

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში "აპოლონთან" 2:3 დამარცხების შემდეგ კომენტარი "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა.

"ყველას ახალ წელს გილოცავთ. არც კი ვიცი, რა გითხრათ. ჯერ კიდევ ვერ დამიჯერებია, რომ წავაგეთ. ეს ვერ ამიხსნია. მოწინააღმდეგისათვის პირველივე ტაიმში უნდა მოგვეთავებინა საქმე. მომენტები მეორე ტაიმშიც გვქონდა. სამ შეცდომას სამი გაშვებული გოლი მოჰყვა. წელიწად-ნახევარია აქ ვარ და საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ სამწუხაროდ, უკანასკნელ ხანს პრობლემა შეგვექმნა. ამიტომ ზოგიერთს წასვლა მოუწევს და მათ ნაცვლად სხვებს მოვიწვევთ", - ციტირებს ქეცბაიას 24sports-ი.

ქეცბაიას არ დაუკონკრეტებია, ვის გაშვებას აპირებს,
მაგრამ გამოცემა აღნიშნავს, რომ თემურმა მცველები იგულისხმა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ტომ - ს
შარშან ჩემიპიონობა წაართვეს ნამდვილად მაგ დროს ორქოს მატჩი უნდა დანიშნულიყო და იმ 1 მატჩს გადაეწყვიტა ...
წელს თუ ვერ გახდა ჩემპიონი იმას არ ნიშნავს რომ შარშანაც არ ეკუთვნოდა ...
bejo
18:08 04-01-2021
1
დაცვა მართლა სუსუტი ყავს
Vasili
11:18 04-01-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული