ნინუას საგოლე პასი - ის "ანორთოსისში" არ გაუშვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც იქნა, პაოკ-ის ურუგვაელმა მწვრთნელმა პაბლო გარსიამ ნახევარმცველი ნიკა ნინუა ათამაშა - საბერძნეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის გასვლით მატჩში "ატრომიტოსთან" 78-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. 82-ე წუთზე ნინუას პასით ეგვიპტელმა ამრ ვარდამ თავისი გუნდი ისევ დააწინაურა, მაგრამ მასპინძლებმა მალევე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, კომპენსირებულ დროში კი გამარჯვების გოლიც გაიტანეს და შეხვედრა 3:2 მოიგეს.

ნიკამ ჩემპიონატის 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ქართველი ლეგიონერი პაბლო გარსიამ "ანორთოსისში" არ გაუშვა, თუმცა კლუბები ტრანსფერზე უკვე შეთანხმებულები იყვნენ.

პაოკ-ი 28 ქულით მესამე ადგილზეა და
10 იანვარს "ვოლოსს" უმასპინძლებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
საგოლე პასის გარდა კუთხურიც ჩამოაწოდა,სამჯერ გაიქცა ბურთიანად და ექვსჯერ თმა გაისწორა..მოკლედ საუკეთესო იყო
rubini
01:36 08-01-2021
0
საქართველოს ჩემპიონატს არაფერი ეშველება და საერთოდ საქართველოში არაფერს, არცერთ სფეროს არაფერი არ ეშველება თუ კანონმა არ იკანონა და ასე ვინც გავა და თან არა რუსეთში და სადმე რამეს იზავს შანსი ყველას აქვს. წარმატებები ნინუა
ზაზა ნ
00:38 08-01-2021
3

სიახლეები პოპულარული