larnakasports-ის ცნობით, "ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაია ისევ დააჯარიმეს.
საერთოდ, ქეცბაია ძალიან ემოციურია და ამ სეზონში არაერთხელ დააჯარიმეს - ჯერ იმის გამო, რომ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციებზე ან საერთოდ, ან არასაკმარისად ისაუბრა; შემდეგ - თორნიკე ოქრიაშვილთან ინციდენტისათვის, ამჯერად კი საკუთარი გუნდის ფეხბურთელთან არასპორტულად მოქცევისათვის.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს უცნაური და იშვიათი "განაჩენია".
"ომონიასთან" 0:3 წაგებული შეხვედრის 28-ე და 34-ე წუთებზე ქეცბაიამ თავისი გუნდის ფეხბურთელის მიმართ არასპორტული საქციელი ჩაიდინა, რაც სადისციპლინო რეგლამენტის მე-4 პუნქტის დარღვევაა და ფეხბურთის ფედერაციამ დასაჯა.