ჩაკვეტაძის მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატზე "ანტვერპენთან" საშინაო მატჩის წინ "გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა კლუბის საიტთან ისაუბრა და ტრავმირებული ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობის თაობაზეც გააკეთა კომენტარი:

"ჩაკვეტაძის მდგომარეობა უკეთესია. როდესაც გუნდში დავბრუნდი, ტრავმირებული დამხვდა. ახლა შემექმნა შთაბედილება, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება. ეს მისთვის და გუნდისთვის კარგი ამბავი და პერსპექტივაა".

გიორგი მომავალი შეხვედრის განაცხადში არ არის შეყვანილი და სავარაუდოდ, თამაშს თებერვალში დაიწყებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ოღონც შენ წარმოაჩინე ჯიმა შენი შესაძლებლობა,დაძლიე ეს ტრამვები და შენი ტრამვა თუნდაც მე შემეყაროს.მიდი გიო❤️
ბაჩი
01:28 16-01-2021
0
მიდი რა გიო, თქვენი დრო მოდის!
ლაშა
00:12 16-01-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული