ბრუნდება თუ არა საბა კვირკველია "ლოკომოტივში" - ფეხბურთელის კომენტარი

AutoSharing Option
19 იანვარს რუსულ პრესაში დაიწერა, რომ შესაძლო იყო, საბა კვირკველია მოსკოვის "ლოკომოტივში" დაბრუნებულიყო.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ "რკინიგზელებმა" მის შემცვლელად ნაყიდ სლობოდან რაიკოვიჩს კონტრაქტი გაუწყვიტეს.

sportall.ge საბა კვირკველიას რუსეთში დაუკავშირდა და აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა.

ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ახლა "როტორთან" ერთადაა შეკრებაზე და "ლოკომოტივიდან" არავინ შეხმიანებია.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ის სეზონის მეორე ნახევარსაც ვოლგოგრადულ გუნდში გაატარებს, თუმცა, თუ რაიმე უკეთესი ვარიანტი გამოჩნდება, წასვლასაც არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ კვირკველიამ "როტორში" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით უნდა იასპარეზოს. ის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება,
რადგან "ლოკომოტივთან" კონტრაქტი უსრულდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
სიომინის გაშვება კიკნაძეს მიეწერა.ჯერ ერთი ეგ დონე საკმარისი არ იყო, მეორე, აჰა აღარაა კიკნაძე, მაგრამ სიომინს არ აბრუნებენ.სწორსაც შვებიან.
sergo
10:58 21-01-2021
4
საფეხბურთო სპორტული გადაცემები როგაკეთდეს ხოშეიძლება კვირაში სამჯერ როიყოს?!
beqa
22:39 20-01-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული