გუნდია თუ სათვისტომო? - "როტორში" კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს

AutoSharing Option
transfermarkt-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის მცველი ილია ბერიაშვილი "როტორში" ითამაშებს.

დღეს ბერიაშვილმა "იაგელონიასთან" ამხანაგურ მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ საბა კვირკველია შეცვალა, თუმცა ვოლგოგრადული კლუბი თავის საიტზე წერს, რომ შეცვლაზე გუნდში სინჯებზე მყოფი ფეხბურთელი შევიდა.

გასულ სეზონში ილია "თელავის" ღირსებს იცავდა და ახალგაზრდულ ნაკრებშიც ასპარეზობდა.

"როტორში" აგრეთვე ზურიკო დავითაშვილი, გიორგი არაბიძე, ნიკა ყიფიანი და ბექა მიქელთაძე თამაშობენ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თავმოყვარეობა!არის ასეთი ფენომენი.
სანდრო
15:43 22-01-2021
12
ოღონდ ითამაშონ პრაქტიკა ქონდეთ და სათვისტომო დაარქვით და თუ გინდა სექტა.. 2 თვეში ნაკრებს თამაშები ეწყება და ნაკრების ნახევარი ან უგუნდოდაა ან ტრავმა აქვთ, პლიუს არ მწვრთნელი ჩანს.. დღევანდელი მდგომარეობა კატასტროფა თუ არა რაღაც მიახლოებულია და ამის ფონზე მისასალმებელია თუნდაც როტორში ბევრი ქართველი, მთავარია ითამაშონ
Mose
14:36 22-01-2021
2

სიახლეები პოპულარული