გუნდია თუ სათვისტომო? - "როტორში" კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს

AutoSharing Option
transfermarkt-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის მცველი ილია ბერიაშვილი "როტორში" ითამაშებს.

დღეს ბერიაშვილმა "იაგელონიასთან" ამხანაგურ მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ საბა კვირკველია შეცვალა, თუმცა ვოლგოგრადული კლუბი თავის საიტზე წერს, რომ შეცვლაზე გუნდში სინჯებზე მყოფი ფეხბურთელი შევიდა.

გასულ სეზონში ილია "თელავის" ღირსებს იცავდა და ახალგაზრდულ ნაკრებშიც ასპარეზობდა.

"როტორში" აგრეთვე ზურიკო დავითაშვილი, გიორგი არაბიძე, ნიკა ყიფიანი და ბექა მიქელთაძე თამაშობენ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ხოდა დავდგეთ და ვუგულშემატკივროთ როტორს! ყველა ეს ფეხბურთლელი პერსპექტიულია საქართველოს ნაკრებისთვის! დღეს მომეწონა დავითაშვილი,ასევე ძალიან გამეხარდა არაბიძის კარგი თამაში,მას აშაკარად შეუძლია მწვრთნელის ნდობის შემთხვევაში რომ მოუმატოს და ნაკრებს უკვე მარტში გამოადგეს! ეს ბერიაშვილი კარგი მცველია და იმედია კიდევ მოუმატებს!
kaxa
23:51 21-01-2021
4
რას იწუნებთ?თელავიდან რუსეთის პრემიერლიგაში გადასვლა,რაც უნდა თქვა წარმატებაა.თელავი დებიუტანტი იყო წელს...7-8 კაცი კი გაუშვეს უკვე და გავარდნას აპირებენ წელს?კარგია საქართველოს ჩემპიონატის საშუალო დონის გუნდიდან რუსეთის პრმიერლიგაში გადასვლა,დაახლოებით იგივეა რაც გიორბელიძის ავსტრიაში გადასვლა დილა გორიდან.
master
06:31 22-01-2021
4

სიახლეები პოპულარული