თურქეთის სუპერლიგის მე-20 ტურში საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუ" გასვლაზე 3:4 დამარცხდა "ალანიასპორთან".
არადა, თავიდან სტუმრები ჟოზეფ პეინტსილის დუბლით 2:0 დაწინაურდნენ, რომელსაც ორივე საგოლე გადაცემა ლობჟანიძემ გაუკეთა. ამის შემდეგ მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და 3 გოლი გაიტანეს. 65-ე წუთზე ლობჟანიძის მიერ კარში დარტყმული ბურთი მცველ ფატიხ აკსოის მოხვდა და ავტოგოლით ანგარიში გათანაბრდა. თუმცა მასპინძლებმა მაინც მოახერხეს გამარჯვების გოლის გატანა.
საბამ ჩემპიონატის 21 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი გუნდი კი 18 ქულით მე-19 ადგილზეა და 31 იანვარს სტუმრად "ერზრუმსპორს" შეხვდება.
Ase iyo es kaci,andoras 1-0ugebda saxlshi 90,90+1wutebze bichebs ro ar eyochagat.
Igive andorastan gasvlaze 1-0ze dacvaze gadaawyo gundi da 1-1itamasha..aseti ramdeni kide..me mgoni aqac ragac totalizatorze imaimuna-aba romeli mwvrtneli ar gaaketebda shecvlas 88-e wutamde da bolos isic drois gasayvanad