ლობჟანიძის დიდებული თამაშის მიუხედავად, მისმა გუნდმა დამარცხება მოახერხა - 3:4 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საბა ლობჟანიძემ საუცხოოდ ითამაშა, მისმა გუნდმა კი მაინც წააგო

თურქეთის სუპერლიგის მე-20 ტურში საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუ" გასვლაზე 3:4 დამარცხდა "ალანიასპორთან".

არადა, თავიდან სტუმრები ჟოზეფ პეინტსილის დუბლით 2:0 დაწინაურდნენ, რომელსაც ორივე საგოლე გადაცემა ლობჟანიძემ გაუკეთა. ამის შემდეგ მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და 3 გოლი გაიტანეს. 65-ე წუთზე ლობჟანიძის მიერ კარში დარტყმული ბურთი მცველ ფატიხ აკსოის მოხვდა და ავტოგოლით ანგარიში გათანაბრდა. თუმცა მასპინძლებმა მაინც მოახერხეს გამარჯვების გოლის გატანა.

საბამ ჩემპიონატის 21 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი გუნდი კი
18 ქულით მე-19 ადგილზეა და 31 იანვარს სტუმრად "ერზრუმსპორს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ყოჩაღ საბა , ნაკრებშიც ესეთი გვჭირდები , ნელ ნელა იხსენა თურქეთშიც
ლშა
22:44 25-01-2021
0
კარგია საბას ასეთი თამაში და წარმატებები მას სამწუხაროდ მისი გუნდი საკმაოდ სუსტია ნახევარი ჩემპიონატი გავიდა და გასავარდნი ზონიდან ვერ ამოვიდა კლუბი დიდი შანსია რომ გავარდეს სუპერლიგიდან დიდი იმედი მაქვს რომ საბა სეზონის დასასრულისთვის კარგი სტატისტიკით დასრულებს გოლების და საგოლე გადაცემების მხრივ და შემდეგ სეზონში უკეთეს კლუბში გადავა.
ზაზა
23:39 25-01-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული