ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა პირველ არხთან ინტერვიუში ქართველი ნახევარცველით დაინტერესებული კლუბები დაასახელა.
"ინტერესი გამოავლინა "ინტერმა", "იუვენტუსმა", "რომამ" და "მილანმა", "დორტმუნდმაც". ეს ნაღდი ვარიანტებია და არ არის მოჭორილი. ასევე ვადასტურებ, რომ "ნაპოლიც" გააქტიურდა და გუნდის წარმომადგენლები კონტაქტზე გამოვიდნენ. ეგაა, პანდემიის დროს ურთიერთობები გართულებულია. ახლა მსოფლიოს შესარჩევი დაიწყება და მის დონეს ესპანეთთან, შვედეთთან და საბერძნეთთანაც შეამოწმებენ. მიმაჩნია, რომ ის აუცილებლად ტოპ-გუნდში მოხვდება.
გამორიცხული არ არის, რომ ხვიჩა ახალ კლუბში ახლავე წაიყვანონ. მთავარია, რომ "რუბინს" მისაღები წინადადებით მიმართონ, გუნდი ხელს არავის შეუშლის.
კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმონოვი ხვიჩას წარმატებით არის დაინტერესებული და საქართველოს ნაკრების გულშემატკივარია, კვარაცხელია კი მართლაც გამორჩეულია. ხვიჩა "რუბინის" ბაზაზე ცხოვრობს, ვარჯიშობს და ძინავს. კვარაცხელია ისეთი ტალანტი და პროფესიონალია, 40-50 წელიწადში ერთხელ რომ იბადებიან,"- განაცხადა ჯუღელმა.
წყარო: პირველი არხი
საქორთუო ჩქინ ხოლო რე ,მარგალეფი!
მიდგას ვამორწონა თე სიმართლე ,გი..დით დიდალეფი ,
მაგრალურო ვრაგადანქდა გოამაყუდას,
ჭკუა ქოიღუნდა ,გოხიოლუდას,
საქორთუო ქოიორს და, შონით დო მარგალით გიორდას,
შხვა არძა გლახაშ მარაგადე "მანთურქო" მიგოჩქდას ,
დიდოუნანაშ მარჩქილეს ,თოლს ჩილამურ ელგორდას,
ბჟა დიდა , დო თუთა მუმა ჩქინი ,თენა არძო ქორთუს ოკო უჩქუდას ,
ხვიჩა ,ხვიჩა მურიცხემს ,ჩქინ ცას ირო,ირო! უძინდას!