გიორგი მაკარიძემ მაგარი სეივებით "ალმერიას" ქულა მოუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 6 თებერვალს ესპანეთის სეგუნდა დივიზონის 24-ე ტურში "ალმერია" გასვლაზე "ფუენლაბრადას" დაუპირისპირდა და გიორგი მაკარიძის წყალობით სახლში 1 ქულა წაიღო.

საქართველოს ნაკრების მეკარემ შეხვედრა სრულად ჩაატარა. გიორგი პირველ და მეორე ტაიმებში თითო-თითო ურთულესი ბურთი მოიგერია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მატჩის ბოლო წუთებზე აღებული დარტყმა გახლდათ.

"ალმერია" 53-ე წუთიდან მოყოლებული კაცნაკრული თამაშობდა, 83-ე წუთზე გოლიც გაუშვეს, თუმცა 6 წუთში გაათანაბრეს. ქართველის გუნდი სეგუნდას სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება და "ლა ლიგაში" გადასვლისთვის იბრძვის.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან მაგარი იქნება თუ ლა ლიგის გუნდის კარის ძირითადი მეკარე ქართველი იქნება.ასეთი რამ თითქმის წარმოუდგენელია,მაგრამ როგორც ვხედავთ არა შეუძლებელი.მიდი გიო და მიდი ალმერია.წელს ქართველების კლუბებიდან ყველაზე მეტად ალმერიას ვქომაგობ.
master
14:09 07-02-2021
0
აი კაცი და სპორცმენი ესაა, სადაც გადავიდა ყველგან დაამტკიცა!!! არა და მეორე მეკარედ მოიაზრებდა ყველა.
გულშემატკივარი
17:23 07-02-2021
0

სიახლეები პოპულარული