კვიპროსის ჩემპიონატის 25-ე ტურში "ანორთოსისმა" "ენოსისი" 2:1 დაამარცხა.
"ანორთოსისს" ფრედ დასრულებული ორი უგოლო მატჩის შემდეგ გამარჯვება თორნიკე ოქრიაშვილმა დუბლით მოუტანა, რომელიც 8 ნოემბრის შემდეგ სასტარტოში პირველად ვიხილეთ. მან 76-ე წუთამდე ითამაშა.
გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ქვილითაია სასტარტოში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს, ბუბა დაუშვილი კი ტრავმირებულია.
ქართველების გუნდი 48 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიდერ "ომონიას" 5 ქულით ჩამორჩება და 21 თებერვალს "აპოლონს" შეხვდება, რომლის ღირსებასაც გიორგი პაპუნაშვილი იცავს.
პარალიმნი. "ტასოს მარკოუ"
ენოსისი - ანორთოსისი 3:1
გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (28, პენ), 1:1 თეოდორუ (38), 1:2 ოქრიაშვილი (58)