4-თვიანი პაუზის შემდეგ "გენტისა" და საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა.
21 წლის ჩვენებურმა ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც "გენტის" 21-წლამდელთა გუნდი "მუსკრონის" 21-წლამდელებს დაუპირისპირდა და 9:2 გაიმარჯვა.
ჩაკვეტაძემ ერთი ტაიმი სრულად ჩაატარა და პენალტის ნიშნულიდან გოლიც გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი 2020 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ მწვანე მინდორზე პირველად გამოჩნდა.
იმედია, ტრავმები უკვე წარსულია და ახლა სულ მის წარმატებაზე მოგვიწევს წერა.
და დიდიწარმატებები
გიო და კვარა ნებისმიერ ნაკრებს დაამშვენებენ