"რუბინმა" ამხანაგურ მატჩში 3:0 დაამარცხა "როტორი". ვოლგოგრადულ გუნდში შეუცვლელად ითამაშა ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა, რომელიც სეზონის ბოლომდე ყაზანურმა კლუბმა იჯარის წესით გაუშვა. ნამატჩევს მასსა და დანილ სტეპანოვზე კითხვა "რუბინის" მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკის დაუსვეს.
"ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ, მათ თამაშს ვუყურებთ, რადგან ჩვენი ფეხბურთელები არიან და დაბრუნების შანსი სხვებზე მეტად აქვთ. ქვედა ლიგებში ასევე თამაშობენ, უფრო სწორად, არ თამაშობენ - აგაპოვი, იაკოვლევი და მიკუშინი, რომლებსაც ასე მგონია, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება გაუჭირდებათ.
მე არ ვფიქრობ, რომ მათი შეფასება საკონტროლო შეხვედრის მიხედვით შეიძლება, მაგრამ
ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფებით", - ციტირებს სლუცკის კლუბის საიტი.