ხვიჩას გაყიდვა ზურიკოს "რუბინში" დაბრუნების შანსს მისცემს

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში "რუბინთან" შეუცვლელად ითამაშა ამ გუნდიდან "როტორში"იჯარით გაშვებულმა ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა. business-gazeta-მ კი დავითაშვილის თამაში და "რუბინში" დაბრუნების შესაძლებლობა შეაფასა.

სტეპანოვმა და ზურიკომ "რუბინის" წინააღმდეგ ითამაშეს. შედეგს ვერ მიაღწიეს, მაგრამ გუნდში გამოირჩეოდნენ

ზურიკოს რაციონლური მოქმედება არ ჰქონია

"სტეპანოვისგან განსხვავებით ზურიკო ძირითად შემადგენლობაში იყო. ქართველი მატჩამდე დიდხანს ესაუბრებოდა და ხუმრობდა თავის მეგობარ ხვიჩა კვარაცხელიასთან, მაგრამ შეხვედრის სტარტისთანავე თითქოს დაივიწყა ახლო ურთიერთობა. ორჯერ კვარასთან მოედნის ვიწრო მონაკვეთზეც აღმოჩნდა, თუმცა მათ შორის პირად დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. აღსანიშნავია მხოლოდ ერთი ეპიზოდი, როდესაც
ხვიჩაზე თამაშის წესები დაარღვიეს, ზურიკომ კი აშკარა ხუმრობით მოახდინა რეაგირება. ქართულად უთხრა და გაურკვეველი იყო, თუმცა გზავნილი მისახვედრი გახლდათ.

ზურიკო უფრო ხშირად ნახევარდაცვის ცენტრში ოლივერ აბილდგორის, ხან კი მარცხენა მცველ გეორგი ზოტოვის წინააღმდეგ მოქმედებდა. არც ერთი და არც მეორე დავითაშვილს ბრძოლაში არ ჩამოუვარდებოდნენ, თუმცა ერთხელ ქართველმა კინაღამ საჰაერო დუელი მოუგო 192-სანტიმეტრიან აბილდგორს. ცენტრალურ ნახევარმცველებთან - ოლეგ შატოვთან და დარკო იევტიჩთან დაპირისპირებაში კი ზურიკო უკვე ნამდვილ მებრძოლად გამოიყურებიოდა, რომელსაც მშვიდად შეეძლო ოპონენტი კორპუსით მოეცილებინა. შესამჩნევი იყო, რომ ქართველს არა მარტო არ დაუკარგავს თავისი შეუპოვარი თვისებები, არამედ კუნთოვანი მასა გაუმყარებია, რაც კორპუსით ბრძოლაში ეხმარებოდა.

თუმცა, რაც შეეხება ბურთით მოძრაობას, ამაში დავითაშვილს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. ის ნაკლებად მოგაგონებდათ გასული სეზონის პირველ მატჩებში საკუთარ თავს. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მას ვოლგოგრადულ გუნდში არ აძლევენ თავისუფლებას იმ მოცულობით, როგორიც ხვიჩას "რუბინში" აქვს. მწვავე სიტუაციებში დრიბლინგის ნაცვლად, როდესაც შეეძლო მინიმუმ ერთი მცველი ჩამოეცილებინა, პასის ვარიანტებს ეძებდა, მაგრამ ამ გადაცემების შემდეგ პარტნიორები ხშირად კარგავდნენ ბურთს. შედეგი: ზურიკოს 0 საგოლე მოქმედება და შეგრძება იმისა, რომ ფეხებშეკრული თამაშობდა.

ხვიჩას გაყიდვა ზურიკოს დაბრუნების შანსია

"რუბინში" არაერთხელ დარწმუნებით თქვეს, რომ "როტორში" მყოფ ორივე ფეხბურთელს ყურადღებით აკვირდებიან, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. სეზონის დასრულებამდე ბევრი დრო არ არის დარჩენილი, ისევე როგორც სტეპანოვისა და დავითაშვილის შანსები თავიანთი საჭიროება დაუმტკიცონ ყაზანელებს.

ზურიკოს ძალიან გაუჭირდება "რუბინში" იმავე მიზეზით დაბრუნება, რომელმაც აიძულა ყაზანელები იჯარით გაეშვა - ლეგიონერებზე ლიმიტი. როდესაც ტრავმას იაპონელი მიცუკი საიტო მოირჩენს, "რუბინს" უკვე 9 ლეგიონერი ეყოლება და ვინც ჰყავს, იმათგან ვინმეს გაშვება მოუწევს. ძნელი სავარაუდოა, რომ ასეთ შემთხვევაში დავითაშვილისთვის ადგილი მოიძებნება. სცენარის იდეალური ვარიანტი ზაფხულში "რუბინის" მიერ კვარაცხელიას გაყიდვაა. გამოთავისუფლდება ლეგიონერის პოზიცია და თანაც, ისინი ერთი და იგივე ადგილს იკავებენ".

მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარი დუეტია, მაგრამ უფრო მაგარი იქნებოდა ზურიკოს რომ გოჩა ერქვას ან ხვიჩას ილარიონი. არ მიწყინოთ ბიჭებო, წარმატებები!
კურიოზა
11:15 20-02-2021
0
ჯუღელას კონვეირი.
ლაშა
10:45 20-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული