ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი ბერიძემ "უიპეშტი" უნგრეთის თასის მეოთხედფინალში გაიყვანა.
"უიპეშტმა" მერვედფინალში სტუმრად 2:1 დაამარცხა ჩემპიონატის მეორეადგილოსანი "პუშკაშ აკადემია", გადამწყვეტი გოლი კი 84-ე წუთზე ბერიძემ გაიტანა, რომელიც 88-ე წუთზე შეცვალეს.
მეოთხედფინალში "უიპეშტი" "მეზოკოვეშდს" შეხვდება.
გიორგის ჩემპიონატის 15 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მისი გუნდი სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.