ეჭვობენ, რომ "ტამბოვი"-"როტორი" ჩაწყობილი იყო - ტამბოველთა მცველი გიგაშვილი ამას ბოდვას უწოდებს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში "ტამბოვი" 1:3 დამარცხდა "როტორთან". "ტამბოვი" ფინანსურ კრიზისშია, ამ მატჩის ჩატარება საერთოდ ეჭვის ქვეშ იდგა და როდესაც მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ, საბოლოოდ დამარცხდნენ და თან საკუთარ კარში ბურთი 53-ე წუთზე 19 წლის ქართველმა მცველმა ზურაბ გიგაშვილმა ჩაჭრა, ზოგიერთი დაეჭვდა, რომ თამაში ჩაწყობილი იყო.

ნამატჩევსვე კომენტარი "ტამბოვის" სპორტულმა დირექტორმა პაველ ხუდიაკოვმა championat-თან გააკეთა,  დარხეულ ხმებს სისულელე უწოდა და თქვა, რომ არა აუცილებელი გოლები გაუშვეს.

"სპორტ-ექსპრესმა" კი გიგაშვილს ინტერვიუ ჩამოართვა.

- "სამწუხაროდ, მეორე ტაიმში რაღაც მოიშალა. შესაძლოა, ცნობილი მიზეზების
გამო ძალა არ გვეყო, რაც არ უნდა იყოს, სრულფასოვანი შეკრება არ გვქონია, ამიტომ კონდიციებში ჩადგომისა და შეთამაშებისათვის გარკვეული დრო დაგვჭირდება. მეორე ტაიმს აქტივში ვერ შევიტანთ.

ავტოგოლისას კარის გასწვრივ განივი გადაცემა იყო, ასეთ ვითარებაში მცველი ვალდებულია ბურთი მოიგერიოს, მით უმეტეს ზურგსუკან მეტოქე მყავდა. სამწუხაროდ, ჩაჭრა გამომივიდა. შესაძლოა, სჯობდა მარცხენა ფეხით მეთამაშა, მაგრამ ახლა ეს საუბარი უაზროა... იმ მომენტს ვეღარ დააბრუნებ. რა თქმა უნდა, მატჩის შემდეგ იმედგაცრუებული ვიყავი, ძალიან განვიცდიდი, თუმცა დაზღვეული არავინ არ არის. შეცდომას ყველა უშვებს, დიადებიც კი. ეს ფეხბურთია. დარწმუნებული ვარ, მომავალში მხოლოდ მოვუმატებთ. ყველა მატჩში ვიბრძოლებთ და ქულების აღებას შევეცდებით!

- მეორე გოლის ეპიზოდში თქვენი პარტნიორი შეცდა, მაგრამ მოგვეჩვენა, რომ თქვენ პონსემდე არ მიირბინეთ, რომელმაც გოლი გაიტანა...
- ეტყობა, ძალა არ მეყო. გავიმეორებ, ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ ვართ.

- უკვე დაიწყო საუბრები, რომ მეორე ტაიმში "ტამბოვი" მოწინააღმდეგეს განსაკუთრებულად წინააღმდეგობას არ უწევდა...
- ყველაფრის ლაპარაკი შეიძლება, თუმცა ეს სრული ბოდვაა. არ ვიცი, ეს ვის სჭირდება. ფაქტია, წავაგეთ მატჩი, რომელშიც შესაძლოა, დამარცხებას არ ვიმსახურებდით. ამის მიზეზი, როგორც უკვე ვთქვი ისაა, რომ ცუდად ჩავატარეთ მეორე ტაიმი. უნდა გავიგოთ, რომ ერთად ცოტა ხნის წინ შევიკრიბეთ, შესათამაშებლად და ფუნქციონალური მომზადების ასამაღლებლად დრო გვჭირდება. დარწმუნებული ვარ - მოვუმატებთ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ტამბოვი არ მაინტერესებს, მაგრამ გიგაშვილში ვხედავ პოტენციალს კარგი ფეხბურთელი 19 წლის ყველაფერი წინ აქვს ფიზიკურად კარგად არის მომზადებული საკმაოდ მაღალია და მაღალ ბურთებზეც შეუძლია თამაში ახლა ბოლო თამაშებში სულ ძირითადშია და ჩემი აზრით დასაწყისისთვის 21 წლამდე ნაკრებში უნდა გამოიძახონ და შემდეგ სეზონში თუ უფრო მოუმატებს და გადავა უკეთეს გუნდში ეროვნულშიც უნდა მიეცეს შანსი განაპირა მცველები ნაკრებში პრობლემატური პოზიციაა ბოლო წლებია.
ზაზა
15:32 28-02-2021
1
რუსეთში თამაშების 70%-80% ჩაწყობილია,ამას თვითონ იქაური პრესაც და ვინც იქ ჩახედულია ფეხბურთში ყველა ამბობს. ფულის გათეთრებაც მანდ ხდება.ამხელა ხელფასებიც მაქედანაა. რუსულ პრესაში ბევრ სტატიას ნახავთ ამაზე.
koba
15:29 28-02-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული