გაიტანა, გაატანინა - ბერიძე ნაკრებში შანსს იმსახურებს

AutoSharing Option
"უიპეშტის" 23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატზე "პაკშისთან" მოგებულ (3:1) გასვლით მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა და გოლიც გაიტანა.

ბერიძემ ჩემპიონატის 16 მატჩში 5-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და ამას გარდა, მის ანგარიშზე თასზეც ამდენივე გოლია.

მოკლედ, გიორგი კარგ სეზონს ატარებს და იმედია, ნაკრების ახალი ხელმძღვანელობა უყურადღებოდ არ დატოვებს, მით უმეტეს ჩვენი ეროვნული გუნდი სწრაფი შემტევების მწვავე დეფიციტს განიცდის.

რაც შეეხება "უიპეშტს", 23 ტურის შემდეგ 28 ქულით მე-8 ადგილზეა და 3 მარტს "ბუდაფოკის" უმასპინძლებს.

altბერიძემ "უიპეშტი" თასის 1/4-ფინალში გაიყვანა [VIDEO]

alt

ბერიძის გოლმა "უიპეშტი" მარცხისგან ვერ იხსნა

altგიორგი ბერიძემ უნგრეთში მესამე გოლი გაიტანა [VIDEO]

altგიორგი ბერიძე შევიდა და ცენტრიდან გაიტანა [VIDEO]

altუნგრეთში დაბრუნებულმა ბერიძემ ისევ გაიტანა

altკიდევ გაიტანეს ქართველებმა - ზივზივაძემ და ბერიძემ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ახალი მწვრთნელი მოვიდა ნაკრებში და დიდი იმედი მაქვს ყველას მისცემს შანს ვისაც ადრე არ ეძლეოდა ჩემი აზრით ხარაიშვილის და ზვიზვივაძის იგნორირება ვაისის მხრიდან სრულიად გაუგებარი იყოო მაგრამ იმედი მაქვს სანიოლი ყველას გასინჯავს თუ ამ სანაკრებო თამაშებზე არაა შემდეგ ამხანაგურებზე მაინც
ზაზა
22:40 28-02-2021
0
ეს ბიჭი სადაც მივიდა ყველგან ითამაშა ფეხბურთი არადა , აშკარად აგენტის პრობლემა აქვს თორე უკეთეს ლიგაში უნდა იყოს
ლშა
23:43 28-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული