რუსეთის პრემიერ ლიგის 21-ე ტურში "რუბინი" საკუთარ მოედანზე ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "ზენიტს" უმასპინძლებს.
მატჩის წინ კომენტარი პეტერბურგელთა მთავარმა მწვრთნელმა სერგეი სემაკმა გააკეთა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, სადაც ის იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორ უნდა გაანეიტრალოს ხვიჩა კვარაცხელია და სხვა სწრაფი ფეხბურთელები.
"რუბინი" არის გუნდი, რომელიც ძალიან სწრაფ, ლაღ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს. ყაზანელებს ძალიან კარგი შემტევები ჰყავთ.
რა თქმა უნდა, გამოსარჩევია კვარაცხელია, რომელსაც ბრწყინვალე დრიბლინგი აქვს. მას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეს თავისი საუკეთესო თვისება გამოამჟღავნოს.
ქართველი ძალიან კარგ ფორმაში
იმყოფება და ძალიან დიდ სისწრაფეებზე შეუძლია თამაში, რაც ჩვენ არ უნდა დავუშვათ.
ძალიან დიდ საშიშროებას ველით მაკაროვისა და ბაკაევისგან, რომლებიც ფლანგებს აკონტროლებენ. პლუს, არ უნდა დაგვავიწყდეს დესპოტოვიჩი, რომელიც მიმდინარე სეზონში ძალიან ბევს იტანს", - თქვა სემაკმა.
შეგახსენებთ, რომ "რუბინისა" და "ზენიტის" მატჩი 8 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
Ra magra moifiqra,sashualeba ar unda mivceto..mere ra ro rusia,magari mwvrtneli yofila