ჩაკვეტაძე ისევ ტრავმირებულია და ნაკრებს ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა "ოსტენდესთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო.

მისი თქმით, ჩაკვეტაძეს კუნთის პრობლემა აქვს, ზუსტად არ იცის რა სირთულისაა ტრავმა, თუმცა იმედოვნებს, რომ სეზონის ბოლოსკენ გუნდის დახმარებას შეძლებს.

გიორგი "ეუპენთან" თასის მატჩის განაცხადში კი იყო, მაგრამ არ უთამაშია.

სამწუხაროდ, ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს მარტში ჩასატარებელ შეხვედრებშიც ვერ დაეხმარება.

მკითხველის კომენტარები / 32 /
გიო წამოდი რა მაგ დაწყევლილი გუნდიდან... სადამდე უნდა იტანჯო...არ მინდა ყენიასავით შენც იგივე გზა გაიარო...
ტორპედოელი
09 მარტი 2021 00:50
0
სამწუხარო ფაქტია,ჩვენ ჩაკვეტაძე ისე დავკარგეთ როგორც ანანიძე.
ლუკა
07 მარტი 2021 18:38
1
იქნებ არ იყოს მთლად მასე, მაგრამ... ისე კი ანანიძის მე არაფერი მახსოვს და ეს ბიჭი კი ნამდვილად ნიჭიერია, ევროპული გაქანების
temo
07 მარტი 2021 21:56
3
ერთი თვის წინ ეს ბატონი იძახდა, რომ ჩაკვეტაძე მზად არისო, მერე გიომ მზად არა ვარო და ხელები გაშალა, რაღაც უცნაურობა სჭირსო, ახლა ნაკრების დრო რომ მოვიდა, იგივე ტიპი ამბობს, რომ მზად არ არისო, ესენი რა გაიძვერებიც არიან, მე მკითხეთ, როცა ნაკრებში აქვს სათამაშო, მზად არ არის, არა? ყველა ვხვდებით, რომ ნაკრებისთვის არ ემეტებათ. მთავარი შენ ხარ გიო, მზადა ხარ? ითამაშე, არა ხარ მზად? არ ითამაშო. როგორც კიტეიშვილს აღმოაჩნდა შარშანდელივით ტრავმა, ახლა სანაკრებო პაუზა რომ მორჩება, კიტეიშვილიც მორჩება.
?
08 მარტი 2021 10:02
2
კი მარა ამ ნაკრების ფეხბურთელებს ძალით გვიმტვრევენ რო ნაკრებში არ ითამაშონ თუ რა ხდება...ეს მარტო ჩაკვეტაძეს არ ეხება... ძაან დათარსულები ვართ...
მართა ლი
09 მარტი 2021 00:47
0
ვჭიდაობდი და ვიცი ქართული მენტალიტეტი, მკურნალობის სრული კურსის გავლა გვეზარება და გვეჩქარება ვარჯიშის დაწყება, ის კი ვერ გაგვითავისებია, რომ "მოჩქარეს ყოველთვის რომ უგვიანდება".
ჟორა
07 მარტი 2021 21:46
0
გენტში ძალიან უცნაურად იქცევიან, ჯერ დავიწყოთ იქედან აგერ-2 წელია რო ვერ მოარჩინეს და ვერც სარეაბილიტაციო კურსი გაატარეს ნორმალურად, მერე ვინმე ნორმალური მრჩეველი არ ყავს ამ ბიჭს, რო უთხრან ამ ტრამვას აჩქარება არ უყვარს,რო ბოლომდე უნდა მორჩინოს,მოშუშდეს და შემდეგ რეაბილიტაცია უნდა გაიაროს უეჭველად,ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ვარჯიში, მერე კი დროდადრო თამაშიც,პირდაპირ საოპერაციო მაგიდიდან ადგომის მერე უნდა უთხრას ვინმემ რო სათამაშოდ არ უნდა გავიდეს.ამ დროს კი გენტში აცხადებან ხან მზად არისო ხან მზად არ არისო.რა გახდა ნორმალური მკურნალობა 21-მეერთე საუკუნეში.
ziko
08 მარტი 2021 14:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული