ლობჟანიძის მე-8 საგოლე პასი და "ანკარაგიუჯიუს" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგაში ისევ გამოიჩინა თავი საბა ლობჟანიძემ - 28-ე ტურში მისმა "ანკარაგიუჯიუმ" სტამბულში 1:0 დაამარცხა "კარაგიუმრუკი", ერთადერთი გოლი კი 54-ე წუთზე ალპერ პოტუკმა ჩვენებურის პასით გაიტანა.

საბას ანგარიშზე 27 ჩატარებულ მატჩში 3 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

ანკარულმა გუნდმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 26 ქულით მე-18 ადგილზეა და 14 მარტს "გიოზთეპეს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლობჟანიძე მაგარი ფეხბურთელია და კარგი იქნება ისევ თურქეთში თუ დარჩება, რადგან ამ ლიგას კარგად აუღო ალღო,ოღონდ სხვა თურქულ გრანდში თუ მოხვდება გადასარევი იქნება მისთვის და ნაკრებისთვის.შრომა უნდა გააგრძელოს და მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
qomagi
14:10 08-03-2021
0
იმდენად "გაუტრუხდა" საბას ასისტები, ყველა მიეჩვია და არავინ აკომენტარებს.
მინდია
11:21 08-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული