ბერიძის დუბლი და სეზონში მე-13 გოლი - ის ნაკრებში თამაშს იმსახურებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში "უიპეშტის" 23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ბერიძემ დუბლი შეასრულა.

"უიპეშტმა" საკუთარ მოედანზე 3:0 სძლია "კიშვარდას", ბერიძემ კი გოლები მე-11 და 35-ე წუთებზე გაიტანა. მის ანგარიშზე ჩემპიონატის 18 მატჩში 8 გოლია და ამას გარდა, 5 გოლი თასზე გაიტანა.

ერთი სიტყვით, გიორგი ჩინებულ ფორმაშია და ახალი ფორმაციის საქართველოს ნაკრებში შანსის მიცემას უთუოდ იმსახურებს.

ჩვენებურის მეცადინეობით ბუდაპეშტური გუნდი, რომელიც რამდენიმე ტურის წინ გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა,  სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე გადავიდა და თუ ასევე წარმატებულად განაგრძო ასპარეზობა, არაა გამორიცხული, ევროტურირებზეც
გავიდეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული