მიქაუტაძე ეროვნულ ნაკრებსა და მისი ამჟამინდელი გუნდის შესახებ საუბრობს

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძეს 2020/21 წლების სეზონი ნამდვილად კარგი გამოუვიდა. თავდამსხმელმა 18 გოლი გაიტანა, ფრანგულ "მეტცთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, ასევე, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ეროვნული ნაკრებიდან მიწვევაც მიუვიდა.

მიქაუტაძე ეროვნულ ნაკრებთან ერთად მარტის თვეში 3 შეხვედრას, შვედეთის (25 მარტს), ესპანეთისა (28 მარტს) და საბერძნეთის წინააღმდეგ (31 მარტს) გამართავს.

seraing-ის ოფიციალურმა გვერდმა გიორგისთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და მისი ამჟამინდელი გუნდის შესახებ საუბრობს:

- რა გრძნობა გქონდათ არჩევანის გაკეთებისას?

- მე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს ვესაუბრე, რომელმაც მე ამირჩია
და მითხრა, რომ ჩემი თამაში მოსწონდა. სიმართლე რომ გითხრათ, არჩევის დროს გაკვირვებული საერთოდ არ ვყოფილვარ, უფრო ამაყი ვიყავი. ჩემი მშობლები პარიზში ცხოვრობენ, თუმცა მე ოჯახი საქართველოშიც მყავს.

- არ იყო რთული საფრანგეთსა და საქართველოს შორის არჩევანის გაკეთება?

- პირველ რიგში, რეალისტები უნდა ვიყოთ და გავიაზროთ დღევანდელი საფრანგეთის ნაკრების შეტევის ხაზი. ამასთან ერთად, მე ვილი სანიოლის ფეხბურთისადმი მიდგომა ძალიან მომწონს. საქართველოში 2011 წლის შემდეგ აღარ ვყოფილვარ, ჩემთვის კი ეს ქვეყანა ძალიან ბევრს ნიშნავს.

- მომდევნო კვირას მსოფლიო ფეხბურთის ნამდვილ ვარსკვლავებს შეხვდებით. რა გრძნობაა?

- ფაქტობრივად, დღემდე იბრაჰიმოვიჩის და სხვა ვარსკვლავების თამაშს ტელევიზორიდან ვუყურებდი, ახლა კი მათ წინააღმდეგ ვითამაშებ და უდიდეს გამოცდილებას მივიღებ. მე მოედანზე, როგორც მისი გულშემატკივარი, ისე არ ვიქნები, სტადიონზე ის ჩემი კონკურენტი გახლავთ. ჩვენ ყველაფერს გავიღებთ, რათა საქართველომ საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიაროს. ჩვენ ბევრი ახალგაზრდა ტალანტი გვყავს.

- რა ამბიცია გაქვთ საქართველოს ნაკრებთან ერთად?

- მინდა ეროვნულ ნაკრებთან ერთად დიდი დრო გავატარო და წარმატების მიღწევაში ჩემი წვლილი შევიტანო, გავაკეთო შედეგიანი გადაცემები და გავიტანო გოლები. მინდა ჩემი თავი თანაგუნდელებისთვის ხელმისაწვდომი გავხადო, რათა ერთად მაქსიმალური შევძლოთ.

Sportall.Ge

- თქვენი აზრით, რა როლი ითამაშა ჩვენმა კლუბმა თქვენს ნაკრებში მიწვევაში?

- კარგად ვიცი, რომ "მეტციდან" "სერენში" განათხოვრება ჩემთვის გარდამტეხი გახლდათ. აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მინდა მათ, ვინც გულთბილად დამხვდა და მიმიღო, ყველას მადლობა გადავუხადო. მადლობა იმისთვის, რომ მომეცით საშუალება, ასეთი სანახაობრივი სეზონი ჩამეტარებინა. თქვენი დამსახურებით "მეტცმა" კონტრაქტი გამიხანგრძლივა, თუმცა მე აქ საბოლოოდ გაჩერება არ მსურს. მე ის ადამიანი ვარ, რომელიც სულ პროგრესისკენ მიისწრაფვის.

- როგორ ხედავთ სეზონის დასასრულს?

- ვიმედოვნებ, ჩემპიონატის მეორე ადგილით დასრულება და D1A დივიზიონში აღზევება შეგვიძლია. ეს შესანიშნავი იქნება. გასულ ზაფხულს, როდესაც აქ გადმოვედი, ყველაფერი ძირითადად სხვა გეზით იყო, თუმცა ჩვენ განვითარება და სწორი გზით სიარული შევძელით. ჩვენ დიდებული გუნდი გვყავს. წარმოიდგინეთ, ფეხბურთელებს, რომლებსაც ნაკლები სათამაშო დრო ეძლევათ, ისინიც კი პოზიტიურები არიან და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის კარგი სეზონის გასაღებია.

მომზადებულია rfc-seraing-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
Ra shuashia pragmatizmi,diplomatiurad moishora jurnalisti..dzaan sadgegrdzeloebs nu motxovt am safrangetshi gazrdil qartvels,mtavaria kai adamiani iyos da kai fexburtic gvachvenos..isini vinc ertmanets cuds uketeben-is qartvelebi,romelia sadgegrdzeloebshi cuds ro idzaxis?sufrastan xo yvela patriotia
Levani
19 მარტი 2021 12:48
0
აუ რა იქნებოდა ჩაკვეც და წიტაიშვილიც ისეთ ფორმაში შეხვედროდნენ ამ თამაშებს როგორ ფორმაშიც კვარა და ჟორჟიკა ან ბუდუ. მაგარი სანახობრივი და გოლებით დახუნძლული თამაშები იქნებოდა.... მჯერავს ჟორჟიკა დაუჭექებს ესპანელებს. წესით კვარამ უნდა აიკლოს ესპანეთის მარჯვენა კრაი რადგან კარვახალი არ ყავთ და დანარჩენი ხარახურა ხალხი ყავთ მარჯვენა მცველად.....
რომკა
19 მარტი 2021 10:37
0
პრაგმატულად განსაზღვრა, საფრანგეთის ნაკრებში რო ვერ მიხვდა და აგერ არაა გრუზია
ზვიად
18 მარტი 2021 21:50
32
mag donis tavdamsxmeli sxva geguleba xo ak?
კუ კობსონი
19 მარტი 2021 02:47
0
ბაბლუანის კინო გამახსენდა
"ფრანგულად ნ...ი როგორ არი"
vaxo
18 მარტი 2021 20:24
22
მარადიშვილზეც ეცადეთ მაქსიმალურად რომ დაიყოლიოთ. უნიჭიერესი ბიჭია და რუსები მაქსიმალურად ეცდებიან რუსეთის ფარგლებს გარეთ არ წავიდეს. ჯიქია ნაპოლის უნდოდა, მაგრამ არამგონია რუსეთის იქით გაახედონ. ამ ბიჭს კიდე ამ ინტერვიუშიც ეტყობა, რომ თავად იცის როგორაა საჭირო მისი კარიერისთვის უკეთესი და შენს ქვეყᲜაზე უკეთესად ვინ მოგივლის და ვინ მოგცემს პროგრესს კარიერაში. ყველაზე მაგრები ვართ, უბრალოდ დანახვის უნარი მოგვცეს ღმერთმა და ეგაა
Haaland
18 მარტი 2021 19:41
1
ამ ახალგაზრდას ეტყობა უფრო ფრანგული მენტალიტეტი აქვს,სამწუხარო ფაქტია ჩვენი მენტალიტეტი უფრო დამარცხებულის ფსიქოლოგიაა,გუნდი მუდმივად მუხლები კანკალით რომ გამოდის მინდორზე,ამას კიდევ ვაისსაც თუ დავამატებთ თავის გაუბედავი ხასიათით, მივიღეთ სწორედ ის სურათი ჯერ მაკედონიასთან და მერე კი სომხეთთან! ნოდარ ახალკაცი პირველ ყოვლისა დიდი ფსიქოლოგი იყო და არ ჰქონდა მოწიწება გრანდებთან! პატივისცემა შეჯიბრის შემდეგ გამოვხატოთ,ხოლო თამაშის დროს მტაცებლებივით უნდა ვიბრძოლოთ! მხოლოდ მაშინ მოვა წარმატება!
gia jashi
18 მარტი 2021 18:04
1
წარმატებები საქართველოს.. მემგონი დადგა დრო, ჩვენი ემიგრანტების ნაწილი რომ დაბრუნდეს ეტაპობრივად ყველა სფეროში და მოახმაროს ჩვენს სამშობოს თავის გამოცდილება
geo-geo
18 მარტი 2021 17:16
2
რომელ დღეზე ლაპარაკობ...ღადაობ? ჩამოვიდნენ და ოჯახს შენ ურჩენ? თუ ესენი მისცემენ რაიმეს საშუალებას ბიზნესში, რომელიც დამატებით კოვიდმა ლამის დაასამარა. იმედია ისე მოვა, რომ მოვესწრო.
emigranti
19 მარტი 2021 01:45
1
წარმატებები გიორგის, რეალურად ამ თამაშებში ჩვენი მთავარი იმედი კვარააა!! კვარამ თუ სისწრაფეში მიიღო ბურთი, რეალურად შეუძლია ბედის გადაწყვეტა. დარწმუნებული ვარ კვარას ფლანგზე დიდ ყურადღებას მიაქცევენ, არა უშავს კვარა მიჩვეულია მის მიმართ ყურადღებას მოედანზე. იგივე მიქაუტაძე და სხვა შემტევებმაც უნდა შეუწყონ ხელი თორემ მარტო კვარა კი არა ნებისმიერი ფეხბურთელის გათიშვა შეუძლია შვედეთს და ესპანეთს!!
zaza
18 მარტი 2021 17:11
2
ძალიან კარგი ფორვარდია და დიდი პოტენციალიც აქვს რომ უფრო უკეთეს ფორვარდათ ჩამოყალიბდეს ამისთვის საჭიროა კარგ დონეზე მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჩემი აზრით თუ სერენი გადავა ბელგის უმაღლესში ჯობია დარჩეს კიდევ 1 სეზონი სერენში ამ კლუბში მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს გუნდის ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელია ბელგის უმაღლეს ლიგაში თამაში დაეხმარება განვითარებაში ამ კლუბში კი მას გარანტირებული აქ ძირითადში ადგილი და მეცში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება კონკურენციაში მოყვეს და ვერ შეძლოს რეგულარულად თამაში ლიგა 1 ში ვფიქრობ სერენში დარჩენა იმ შემთხევაში თუ სერენი გადავა ბელგის უმაღლესში კარგი იქნება მისი განვითარებისთვის ძაან დიდი განსხვავება კლასში ბელგის მეორე ლიგასადა ბელიგის უმაღლეს ლიგასშორის
ზურა
18 მარტი 2021 16:53
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული