"როტორს" სავარაუდოდ, სიომინი ჩაიბარებს - ერთ-ერთ კანდიდატად თეთრაძესაც მოისაზრებენ

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერ ლიგის ბინადარი კლუბი "როტორი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია.

როგორც იცით, ვოლგოგრადული გუნდის ხელმძღვანელობიდან დაკავებული თანამდეობიდან გუშინ ალექსანდრ ხაცკევიჩი გაათავისუფლა, რომელმაც აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყო.

championat.com წერს, რომ კლუბის ჩაბარების მთავარი კანდიდატი იური სიომინია, რომელსაც მწვრთნელის პოსტი უკვე შესთავაზეს, 72 წლის სპეციალისტმა კი მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.

ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "როტორი" სათადარიგო ვარიანტად სხვა მენეჯერებსაც განიხილავს. ერთ-ერთი ასეთი კი საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ომარ თეთრაძეცაა.

მის გარდა ასევე სახელდება შალიმოვის, ალინიჩევისა და სხვა სპეციალისტთა გვარებიც.

პარარელურად, sport-express.ru-სთან საუბარში ვოლგოგრადელთა წარმომადგენელმა
გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბი ახალ მწვრთნელს ორშაბათს წარადგენს.

ვნახოთ, ვინ გახდება "როტორის" ახალი თავკაცი. როგორც იცით, ამ გუნდში საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი არაბიძე ირიცხებიან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგისთვის სიომინი კი არა, სხლიპასოვსკის ინსტიტუტია საჭირო
kaxiTtt
16:13 15-04-2021
0
ჩემი ხმა სიომას
ბაჩი
21:49 20-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული