კორეელი გულშემატკივრის განსხვავებული ქცევა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სამხრეთ კორეის ჩემპიონატის თამაშს არცერთი ჩვენგანი შეხედავდა ოდესმე, მაგრამ ვაკო ყაზაიშვილის ტრანსფერმა რაღაცები შეცვალა.

დღეს, 21 მარტს “ულსანი” გასვლაზე “დაეგუსთან” 1:2 დამარცხდა, ვაკოს არ უთამაშია, ჯერ ფორმის აღდგენა სჭირდება. ყაზაიშვილი არა, მაგრამ მოედანზე 5 კიმი იყო, 3-იც სათადარიგოთა სკამზე (2-შემოვიდა), რამდენიმე პაკი, ვუ და ლი.

რაღაცნ მხრივ, არსტანდარტული გულშემატკივართა ქცევა გახლდათ. თუ დააკვირდებით, ფანები ტრიბუნებზე ლამის გაუნძრევლად სხედან, ტაშს უკრავენ, ხმებს გამოსცემენ, დისტანციას მკაცრად იცავენ.

შეიძლება, ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერია, თუმცა აშკარაა ჩვენსა და მათ შორის არსებული კულტურული სხვაობა. საკუთარი
გუნდის შეტევისას, როცა კარგი მომენტი აქვთ, მაშინაც კი არავინ დგება ფეხზე… შესაძლოა, თავიდან მანეკენებიც კი ეგონოს ადამიანს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან რობოტუნები არიან,ნუ მიგვითითებთ რომ ასეთები უნდა ვიყოთ
ბაჩი
20:24 21-03-2021
1
საფლავის ქვაზე მიხატულებას გვანან... ოდნავ მაინც შეირხეს რომელიმე
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული