გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა და "გენტს" უკაპიტნა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ითამაშა.

გიორგიმ "ანდერლეხტთან" გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. "ჩაკვე" მოედანზე მე-10 წუთზე შევიდა, როცა თანაგუნდელმა ნიაგბომ ტრავმა მიიღო. ხოლო, როცა ოჯიჯა ოფოე შეცვალეს, კაპიტნის სამკლავური გიოს გადაეცა.

გიორგიმ ბოლო ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა 2020 წლის 4 ოქტომბერს მიიღო, ამა წლის 3 მარტს კი "ეიპენთან" მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოსულა.


მკითხველის კომენტარები / 20 /
ნიჭი არსად წასულა,ტრავმას შეიძლება ის სარგებელი ჰქონდეს რომ უფრო ფრთხილი მოთამაშე გახდება რაც ავტომატურად მის თამაშში ინტელექტის კონცენტრქციის გაზრდას მოითხოვს რომელოც ნიჭთან ერთად ძალიან განავითარებს
ვე გეშერა
14:54 23-03-2021
0
ოხ, შენ გამაჭაღარავე მე! დაიბრუნე ფორმა და დანარჩენი კი იცი, რა როგორ და რანაირად.. აბა ღმერთი შენსკენ გიო! კვარა-ჩაკვე-წიტა-მიქაუტაძე, იიჰაააა “მოვდივართ ევროპააა”, (თაკო ჩარკვიანის ხმით) :)))))))
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული