ბელგიური მედია: ჩაკვეტაძემ "ოსტენდესთან" კარგად ითამაშა

AutoSharing Option
"გენტმა" სანაკრებო პაუზით ისარგებლა და სტუმრად ამხანაგური მატჩი ჩაატარა "ოსტენდესთან" - 4:1 მოიგო. მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა გიორგი ჩაკვეტაძე ისევე როგორც "ნდერლეხტთან" სპარინგში, კვლავ ათამაშა,  ამჯერად ძირითად შემადგენლობაში დააყენა და შესვენებაზე შეცვალა.

hln.be იტყობინება, რომ ქართველმა ნახევარმცველმა დაბრუნება იზეიმა, კარგად გაირჯა, მეორე ტაიმში კი მის ნაცვლად მოედანზე ალექსანდრე დე ბრუინი შევიდა.

ბელგიის ჩემპიონატი 4 აპრილს განახლდება, "გენტი" ლიეჟში "სტანდარდს" შეხვდება და იმედია, გიორგი მოედანს დაუბრუნდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
მიდი გიო შენ გგულშემატკივრიბთ ყვლა, და შენი იმედი გვაქ, ოღონდ არ იჩქარო წყნარად და ნებისად მიყევი ყველაფერს, ყველაფერი გამოგივა.
გიორგი
19:03 27-03-2021
0
აუუუ ჩაკვე რო დაბრუნდება რა იქნება საერთოდ
ლშა
19:53 27-03-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული