უნრეთის ჩემპიონატში კვლავ გამოიჩინა თავი საქართველოს ნაკრების შემტევმა გიორგი ბერიძემ.
ჩემპიონატის 27-ე ტურში ბერიძემ გასვლაზე "ჰონვედთან" 25-ე წუთზე საჯარიმოს გარედან დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში 0:2 გახადა (ის 81-ე წუთზე შეცვალეს), თუმცა მოწინააღმდეგემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და მატჩი 2:2 დასრულდა.
ბერიძის ანგარიშზე ჩემპიონატის 20 შეხვედრაში 9 გოლია და ამას გარდა, 5 გოლი თასზე გაიტანა.
"უიპეშტი" 35 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 10 აპრილს სტუმრად ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარს" დაუპირისპირდება.