ხარაიშვილმა "ფერენცვაროშში" პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 თებერვალს "გეტებორგიდან" "ფერენცვაროშში" გადასულმა 24 წლის ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა თავის ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა.

უნგრეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში "ფერენცვაროშმა" 4:0 დაამარცხა "ბუდაფოკი", გიორგი კი 71-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 90-ე წუთზე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მან ბუდაპეშტურ გუნდში მადიართა პირველობაზე მეოთხე მატჩი ჩაატარა.

საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ლაშა დვალს მწვრთნელმა სერგეი რებროვმა დასვენების საშუალება მისცა - ის დღევანდელ შეხვედრაში სათადარიგო იყო.

"ფერენცვაროში" 64 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "პუშკაშს" 16 ქულით უსწრებს და ამ გუნდს 10 აპრილს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხარა დავაიიი გოლები უნდა ყაროოო
ლშა
08:14 05-04-2021
0
კიტეიშვილთან ერთად ვენტრში რო ყოფილიყო მეტი კრეატიულობა იქნებოდა რას ერჩიან გამოიძახოონ!!
beqa
00:46 05-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული