"გამართლებულია თუ არა ამდენის გადახდა?! - პოლონური მედია გვილიაზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის "ლეგიას" ნახევარმცველ ვაკო გვილიას საკლუბო მომავალი ჯერჯერობით ბურუსითაა მოცული. როგორც პოლონური პრესა იუწყება, 30 წლის მოთამაშის კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებასთან  დაკავშირებით, კლუბს გადაწყვეტილება 26 მარტამდე უნდა მიეღო, თუმცა ჯერჯერობით ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა. 

გამოცემა  იხსენებს, რომ ვაკო გვილიას გასულ საჩემპიონო  სეზონში, 47 შეხვედრაში 11 გოლი და 9 საგოლე პასი ჰქონდა, მაგრამ მიმდინარე წელს, ძირითადად, შეცვლებზე შემოდის და მარგი ქმედების კოეფიციენტიც დაბალი აქვს. 

"თუკი "ლეგია" კონტრაქტის გაგრძელების პროცედურებს დაიწყებს, მაშინ ქართველი ფეხბურთელის ხელფასი 20 პროცენტით უნდა გაიზარდოს და იგი 350 000 ევროს გადააჭარბებს. რამდენად გამართლებული
იქნება სათადარიგოდ მოაზრებულ ფეხბურთელში ამდენი თანხის გადახდა?!" - წერს გამოცემა.

sportowefakty.wp.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
26 წლისაა გვილია და არა 30-ის.
ზ.შ
15:54 06-04-2021
0
ალბათ სიმელოტის გამო 30 წლის გონიათ ჩვენი ვაკო))) და ჩამოწერეს)))
irakli
16:10 06-04-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული