დღეს, 7 აპრილს, სამხრეთ კორეის ჩემპიონატში შესანიშნავად იასპარეზა ვაკო ყაზაიშვილმა. შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა მე-14 წუთზე გახსნეს.
ჩვენებურმა მატჩის 29-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა და თანაგუნდელ კიმს გოლის გატანაში დაეხმარა.
მეორე ტაიმში, 76-ე წუთზე, ვაკომ მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა და კარშიც დიდებულად დაარტყა.
ამის შემდეგ გუნდებმა გოლები კიდევ ერთხელ გაცვალეს, შეხვედრა კი 3:2 დასრულდა.
ვაკოს "ულსან ჰიუნდაი" 8 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ "ჯეონბუკს" 3 ქულით ჩამორჩება.
"ჰიუნდაი" მომდევნო შეხვედრას 11 აპრილს, "სუვონის" წინააღმდეგ გამართავს.