დავითაშვილმა ტრავმა მოირჩინა და ცსკა-სთან სათამაშოდ მზადაა

AutoSharing Option
ცსკა-სთან რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურის მატჩის წინ კომენტარი "როტორის" ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა:

"თავს უკვე კარგად ვგრძნობ, არავითარი დისკომფორტი არ მაქვს. ვფიქრობ, შემდეგი მატჩისთვის 100%-ით მზად ვიქნები. "ლოკომოტივთან" შეხვედრას დავესწარი. ტანჯვაა, როდესაც შენს გუნდს უყურებ და არ შეგიძლია დაეხმარო.

კარგი თამაში იყო, მეორე ტაიმში ჩვენ კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ ორი საკვანძო შეცდომა დავუშვით და ამიტომ დავმარცხდით. ცსკა-სთან დაპირისპირებისთვის ძალიან სერიოზულად ვემზადებით და იმედია, შედეგი ჩვენთვის დადებითი იქნება", - ციტირებს დავითაშვილს კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მე პირადად დავითაშვილისგან გაცილებით მეტს ველოდი ამ სეზონში გასაგებია რომ სუსტ გუნდშია მაგრამ ასეთი მონაცემების და პოტენციალის მქონე ფეხბურთელი შემტევი ნახევარმცველი 17 თამაში რომ ვერც გოლს გაიტანს ვერც საგოლე გადაცემას გაკეთებს ნუ ძალიან გაკვირვებული ვარ და იმედგაცრუებულიც
გელა
02:08 10-04-2021
4
დარწმუნებული ვარ, რომ ბიდონივით თავი გადევს მხრებზე. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბიჭს. მიდი ძმაო, მიდი.....
ლუკა
23:37 09-04-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული