გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო კვლავ დიდი პერიოდი გაუცდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე სამწუხაროდ, კვლავ ტრავმირებულია.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 21 წლის ფეხბურთელს კუნთი გაუწყდა, რის გამოც დაახლოებით, 6 კვირის განმავლობაში მოუწევს უქმოობა.

ჩაკვეტაძე უკვე სრულიად ჯანმრთელი იყო და "გენტის" ძირითად გუნდში განაცხადშიც უნდა შეეყვანათ, მაგრამ მატჩის წინა დღეს ვარჯიშზე კვლავ კუნთი გაუწყდა...

ფაქტი ერთია, რომ ამ ბიჭს მუდმივი უიღბლობა დასდევს თან... ჩვენის მხრივ კი გიოს გამძლეობას ვუსურვებთ და გვჯერა, რომ ის მოედანზე მალე დაბრუნდება და დიდ ფეხბურთსაც ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 24 /
აშკარად ექიმების პრობლემააქვთ გენტში + ფიზმომზადების პრობლემაა დატოვე ეგ გუნდი გაწყვიტე კონტრაკტი რა ჯანდაბაა ან ეკლესიაში იარე არვიცი რაგირჩიო გათვალულიხარ ეგ სიტყვა არსებობს
beqa
15:05 10-04-2021
7
ბავშვობაში არასწორი ფიზიკური აღარდის ბრალია ეგ ყველაფერი. რამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი დავკარგეთ ამის გამო. მიდიან იქ 17-18 წლის ბიჭები და უი სასწაული ვერ უძლებენ ევროპულ დატვირთებს.
საბა
17:01 10-04-2021
3

სიახლეები პოპულარული