ითამაშებს თუ არა კვირკველია და რას შემოგვთავაზებს ივიცა ოლიჩი?!

AutoSharing Option
ორშაბათს, 12 აპრილს, მოსკოვის ცსკა საბა კვირკველიას, ზურიკო დავითაშვილის, ნიკა ყიფიანისა და გიორგი არაბიძის "როტორს" დაუპირისპირდება. რუსული stavka.tv ამ შეხვედრის შესახებ საკმაოდ ვრცლად საუბრობს და სავარაუდო შემადგენლობასაც გვთავაზობს. 

მოგეხსენებათ, უკვე მესამე ტურია, მოსკოველთა მთავარი მწვრთნელი ცნობილი ხორვატი ფეხბურთელი ივიცა ოლიჩი გახდა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა ორ გასვლით შეხვედრაში გაიმარჯვა. გამოცემა წერს:

"არა მგონია, ივიცა ოლიჩის, როგორც მწვრთნელის შეფასება, ორი რთული მოგებით შევძლოთ. უნდა ველოდოთ თუ არა აუტსაიდერთან იოლ გამარჯვებას?!"

stavka.tv-ის ვარაუდით, "როტორის"  ქართველი ფეხბურთელებიდან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ საბა კვირკველია იქნება.

საწყის
თერთმეტეულშია მოაზრებული ბათუმის "დინამოს" ყოფილი შემტევი, ბრაზილიელი ჯოვინო  ფლამარიონი.

შეხვედრა თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. ქართველების "როტორი" 18 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს.

alt"როტორი" დამარცხდა, კვირკველია ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საუკეთესო იყო


მკითხველის კომენტარები / 3 /
იქნებ მეტი ყურადღება დავუთმოთ გიორგი არაბიძესაც,ამ უნიჭიერეს ახალგაზდას
ზურა
12 აპრილი 2021 15:25
3
დღეს ფუტზალში,შესარჩევი ჯგუფის ბოლო მატჩში,რუსეთის ნაკრები,საქართველოს ნაკრებს იღებს.მაივიდეოს პროგრამებში ეს თამაში ვერ ვნახე.თუ ვინმეს გინდათ ყურება,Матч ТВ უჩვენებს,18 საათზე.телего919 ком.Матч ТВ.თუ ამ მისამართს მოძებნით,იქ ლათინური შრიფტითაც შეიძლება იყოს,მაგრამ თქვენ შეძლებთ რუსული და უკრაინული სპორტული და კიდევ სხვადასხვა შინაარსის არხების უფასოდ ნახვას.
სოსო
12 აპრილი 2021 13:30
0
რომელ საიტზე შეიძლება ცსკა-როტორის თამაშის ყურება?თუ შეიძლება მოგვწერეთ.მადლობა.
ნიკო
12 აპრილი 2021 17:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული