ყველა ქართველმა ითამაშა - "როტორი" ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურის დასკვნით მატჩში ქართველების "როტორი" მოსკოვში 0:2 დამარცხდა ცსკა-სთან.

ვოლგოგრადულ გუნდს ტრავმამორჩენილი ზურიკო დავითაშვილი დაუბრუნდა, რომელიც მწვრთნელმა იური ბატურენკომ საბა კვირკველიასთან ერთად ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, ანგარიშის გახსნა კი სტუმრებს შეეძლოთ, როდესაც 29-ე წუთზე დავითაშვილის ახლო მანძილიდან დარტყმულ ბურთს არმიელთა მცველი ფერნანდესი გადაეღობა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ აქტიურმა ეჯუკემ დედაქალაქელები დააწინაურა.

მეორე ტაიმი პირველი ტაიმის სცენარით გაგრძელ
და. მე-60 წუთზე ზურიკო ნიკა ყიფიანმა შეცვალა, ხოლო 70-ე წუთზე რონდონმა ვოლგოგრადელებს მეორე გოლი გაუტანა და შეხვედრის ბედიც გადაწყდა. გიორგი არაბიძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

ცსკა-ში 64-ე წუთამდე ითამაშა კონსტანტინე მარადიშვილმა.

"როტორმა" მიჯრით მეოთხე მარცხი განიცადა, 18 ქულით მე-14 ადგილზეა და 17 აპრილს მოსკოვის "დინამოს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რუსეთში ხვიჩასნაირი თუარხარ ისე ერთ ადგილზე დარჩები კიარა რეგრეს ნახავ... ზურიკო სხვა ტიპი ჩანს ეგ არც ქალებს დაიკლებს და არც გართობას ასე რომ თუ თავის თავს არ შემოუძახა ამისგან ნორმალური ფეხბურთელი აღარ დადგება. მაგიტო გაქნიეს რუბინიდან ხვიჩაზე ცუდ ზეგავლენას რო ახდენდა.არაბიძის ინტერვიუ ვნახე ჭკუაში ჩამჯდარი მეჩვენა მაგრამ კაი მწვრთნელი უნდა ეხლა მაგას რო ენდოს და გაქაჩავს ისევ. უდიპლომო მწვრთნელს აქეთ სასწავლი აქვს სხვას რაუნდა ასწავლოს )))
რომა
11:39 13-04-2021
0
მეც ძალიან გაკვირვებული ვარ ზურიკოს ასეთი ხანგრძლივი დაპაუზებით??!!
aburjga
11:13 13-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული