მიქაუტაძისა და ვოლკოვის შემდეგ ნაკრებში დებიუტს კიდევ ერთი ფორვარდი ელოდება...

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრები ყოველთვის ინტერესით ეცნობიან ინფორმაციას იმ ლეგიონერებზე, რომლებიც, პოტენციურად, ვილი სანიოლის გუნდს გამოადგებიან. ფრანგი სპეციალისტი დებიუტანტებს თამამად ეყრდნობა.

გიორგი მიქაუტაძისა და გიორგი წიტაიშვილის შემთხვევები გვაიმედებს, რომ მომავალში საქართველოს ნაკრებს უცხოური პასპორტის მქონე სხვა ნიჭიერი ქართველებიც გააძლიერებენ. მეორე მხრივ კი, არიან ფეხბურთელები, რომელთაც სანიოლის გუნდის ღირსების დაცვა დღესვე შეუძლიათ...

უკრაინის პრემიერლიგა, შესაძლოა, ძველებურად ძლიერი არაა, მაგრამ გარკვეულ თამასას მუდმივად ინარჩუნებს, ქვეყანას ხომ ორი სახელოვანი კლუბი ჰყავს. ამ ჩემპიონატში ბევრი გოლი ნამდვილად არ გადის, ნიკა სიჭინავამ კი, რომელიც გასულ სეზონში უკრაინული "ინგულეცის"
ღირსებას იცავდა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

სიჭინავა მოქნილი ფორვარდია, რომელსაც შეტევაში სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. იგი საკმაოდ სწრაფია, ორივე ფეხით ძლიერად ურტყამს.

ქართველი შემტევისგან მშვენიერი გოლებიც გვინახავს - მაკრატელები, შორეული გასროლები. სიჭინავა "ინგულეცთან" ერთად უკრაინის პრემიერლიგაში პირველი ლიგიდან აღზევდა, სადაც 17 გოლი გაიტანა და 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. მისით კიევის "დინამოც" კი იყო დაინტერესებული, მაგრამ ელიტაში დაწინაურებული "ინგულეცი" მთავარ შემტევ ძალას არ შეელია. შემდეგ "კოლოსის" მოთამაშე გახდა, სადაც ჯერჯერობით 1 გოლი და 2 შედეგიანი პასი აქვს.

უცხოეთში კარიერის გაგრძელებამდე სიჭინავა ფოთის "კოლხეთსა" და "ვიტ-ჯორჯიას" რიგებში თამაშობდა, ფეხბურთის თამაში კი თურქეთში დაიწყო... უკრაინაში გადასვლის შემდეგ ძალიან მოუმატა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უკვე რამდენიმე ფორვარდი გამოსცადა, თუმცა, გიორგი მიქაუტაძისა და დავით ვოლკოვის გარდა, სხვების თამაშით ნაკლებად კმაყოფილი დარჩა.

ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ნიკა სიჭინავას კარიერა და დაიმსახურებს თუ არა ფრანგი სპეციალისტის ყურადღებას.

altქართველი ფორვარდი გაცილებით ამბიციურ კლუბსა და ევროტურნირზე ითამაშებს


alt"სტანდარტულებს რომ ვასრულებდე, უფრო მეტს გავიტანდი" - ნიკა სიჭინავა სიმბოლურ ნაკრებშია

 

მკითხველის კომენტარები / 16 /
მაგარი დაბოღმილია ჯერ გელა ახლა ვაჟა ხოკეის უყურე დამშვიდები
Beqa
17 იანვარი 2022 21:19
3
1 გოლი და 2 გადაცემა არ მგონია ნაკრების დონეს აკმაყოფილებდეს. ჯერ უნდა დაამტკიცოს ნაკრებში მოხვედრას რომ იმსახურებს.
ბექა
17 იანვარი 2022 18:30
3
ვაჟა გურგულია მართლა მძლავრი შემტევია.ლაციოში იმედია კარგად წარმოაჩენს თავს.მიხარია ძლიერ ლიგაში რომ გადავიდა.
G
17 იანვარი 2022 16:32
3
გიორგი მიქელთაძე დონეა, სპარტაკში სათადარიგოა, მარა ძაან მაგარია, დამიჯერეთ. არაა დასაკარგი კაცი.
Lasha
17 იანვარი 2022 15:45
3
ვაჟა გურგულიაზე მარტო შახტარი კი არა ვარშავის ლეგიაც ნადირობსო პოლონეთის პრესა წერს. პოლონეთისთვის არ მემეტება ეს მაგარი ბიჭი. სერიოზული ფორვარდია.
მიდი ვაჟა
17 ივნისი 2021 15:13
10
გელა რას შვება ნუგზარაშვილი???
ნუგზარ გელაშვილი
17 იანვარი 2022 16:00
8
კი გამოიძახონ ვნახოთ რა შეუძლია.. მაგრამ ბათუმის დინამოში რომ ბრაზილიელი თამაშობს თავდამსხმელი ისიც რომ დავამატოთ ნაკრებს რა პრობლემაა ყველა მაკრებს ერთი უცხოელი მაინც ყავთ და ჩვენები რა ცხვირს იბზუებენ?
რომა
17 ივნისი 2021 12:05
18
საშა ჩივაძეც გამოსცადონ! არ ყოფილა ცუდ ფორმაში.
ლამარა მერკვილაძე
17 ივნისი 2021 09:25
12
ჰო ჩივაძე და სულაქველიძე კაი აზრია
გენა
17 ივნისი 2021 15:15
4
ვაჟა გურგულიაზე უკრაინულ პრესაში ბევრს წერენ უკვე. ეტყობა შახტარის ამბავი რეალურია. კარგი თავდამსხმელია ნამდვილად
მიდი მოვდივარ
17 ივნისი 2021 08:28
6
ჰა ბურთი და ჰა მოედანი,გაიტანოს ახლა სეზონში გოლები და დაუძახებენ
Levani
17 ივნისი 2021 05:48
0
გამოიცადოს ქვილითაიას და ზივზივაძეს თუ აჯობებს ხოკაი თორე სხვა ვერაფელს გააფუჭებს!!
beqa
16 ივნისი 2021 22:14
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული