დვალის კიდევ ერთი ჩემპიონობა, ამჯერად ხარაიშვილთან ერთად!

AutoSharing Option
უნგრეთის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ლაშა დვალისა და გიორგი ხარაიშვილის "ფერენცვაროშმა" უნგრეთის 32-ე ჩემპიონობა ოფიციალურად გაინაღდა. გიორგი ბერიძის "უიპეშტთან" დაპირისპირებაში, რომელშიც ტრიუმფატორებმა 3:0 იმარჯვეს, ქართველებიდან მხოლოდ ბერიძე (90 წუთი) მონაწილეობდა.

უკრაინელი სერგეი რებროვის გუნდისთვის ეს ზედიზედ მესამე ჩემპიონობაა. ლაშა დვალმა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზა. საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრად მიიჩნევა და ახლახან კლუბთან კონტრაქტიც გაახანგძლივა.

შედარებით ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა 24 წლის ნახევარმცველ გიორგი ხარაიშვილს.

altლაშა დვალი უნგრეთის ჩემპიონი გახდა



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული