"კვარაცხელიას ამ სეზონში თამაში კიდევ შეუძლია" - სლუცკიმ ხვიჩას შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
"რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გუნდის ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ისაუბრა.

გამოცდილი დამრიგებლის მცირე კომენტარი ყაზანელთა ოფიციალურმა Facebook გვერდმა გამოაქვეყნა:

"ყოველთვის რთულია ისაუბრო იმაზე, რა და როგორ იქნება მომავალში, თუმცა ვფიქრობ, რომ კვარაცხელიას ამ სეზონში თამაში კიდევ შეუძლია", - ამბობს სლუცკი.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ტრავმა 18 აპრილს "ურალთან" შეხვედრაში მიიღო. მას დაახლოებით 2-3 კვირის გამოტოვება მოუწევს.

alt"ამ ორ ქართველს შორის უამრავი პარალელის გავლება შეიძლება..." - რუსულმა პრესამ კვარაცხელია ქინქლაძეს შეადარა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნუ იჩქარებს! კარგად მოირჩინოს, თავი არ დაიღუპოს!
levan
24 აპრილი 2021 21:31
1
ის ტრავმა რაც ხვიჩას აქვს არაა ისეთი რომ ძალიან გაურთულდეს ! ბევრი ფეხნურთელი ასეთი ტრრავმის დროს მეორე და მესამე დღეს თამაშობს კუკთზე გადაჭერილი ჟგუტებიტ და ნემსებით და არ ურთულდენათ ! თანაც რუბინის შეფებმა ძალიან კარგად იციან შეიძლება თუ არა ითამაშოს და გაურთულდება თუ არა და ტყუილად არ გარისკევენ ! იმიტომ კი არა რომ ძალიან უყვართ უბრალოდ მერე ვეღარ გაყიდიან და იმიტომ
ზურა222
26 აპრილი 2021 23:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული