"ვფიქრობ, რომ ხვიჩას არაფრით ჩამოუვარდება..." - წარმოშობით ქართველი შემტევი

AutoSharing Option
"რუბინის" აღზრდილმა მერაბ ურიდიამ Metaratings-თან ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა. გთავაზობთ ნაწილს, სადაც თავდამსხმელი ხვიჩას შეეხო და ის, არც მეტი, არც ნაკლები, ლიონელ მესის შეადარა...

- თქვენ თქვით, რომ თავს ნამდვილ ქართველად თვლით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში გაიზარდეთ. უყურეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების შეხვედრებს?
- დიახ, ნაკრების თამაშის დროს ყოველთვის ვღელავ. ჩვენ ესპანეთთან ვიგებდით, თუმცა დასანანი მარცხი განვიცადეთ. მჯერა, რომ ამჟამინდელი თაობა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას მოახერხებს. მე საქართველოსთან ჩემი გეგმები მაქვს. თუ კოვიდვითარება არ გაუარესდება, ზაფხულში იქ აუცილებლად დავისვენებ.

- "რუბინის" ახალგაზრდა
ფეხბურთელებს, ხვიჩას და ზურიკოს თუ იცნობთ?
- არა, ეს სხვა თაობაა. ამ "რუბინიდან" მხოლოდ დენის მაკაროვთან ვსაუბრობ, რომელზეც ვფიქრობ, რომ ხვიჩას არაფრით ჩამოუვარდება.

- არის კვარა საქართველოში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი?
- ამ მომენტში კი. ისტორიულად ქინქლაძისგან ძალიან შორსაა, რომელმაც თავის მხრივ, "მანჩესტერ სიტის" რიგებში პრემიერლიგა დაანგრია, თუმცა ხვიჩას ამ დონეზე სათამაშოდ ყველაფერი აქვს. თუ ის ძლიერ ჩემპიონატში წავა და 3-4 წელი უმაღლეს დონეზე ითამაშებს, მაშინ შედარება შესაძლებელი იქნება. ვფიქრობ, კვარა "მილანს" ყველაზე მეტად მოერგება. კალაძეს შეუძლია კლუბის ხელმძღვანელობას ხვიჩაზე ბევრი კარგი რამ უთხრას.

- რა არის განსაკუთრებით ძლიერი მასში?
- მისი დრიბლინგი ბურთის მუდმივ ფლობას ემყარება, ამ ყველაფრის გაკეთება კი ძალიან რთულია. ის ლიონელ მესის ჰგავს, ბურთს ფეხში ფლობს; განსხვავება კი ისაა, რომ ქართველი ბურთს მარჯვენა ფეხით ფლობს, საბოლოოდ კი მონახაზით ლეოს ჰგავს.

- ითამაშეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში?
- დიახ, როდესაც "რუბინში" ვიყავი, მქონდა შემოთავაზება, რომ მეთამაშა ახალგაზრდულ ნაკრებში. ამაზე დიდხანს ვფიქრობდი, თუმცა არ მინდოდა 19 წლის ასაკში რუსულ ლიგაში ლეგიონერი ვყოფილიყავი. ახლა ასეთი შემოთავაზება აღარ არის.

- თუ მიგიწვევენ, დათანხმდებით?
- ახლა არც კი დავფიქრდებოდი, დიდი სიამოვნებით გამოვხადდებოდი ეროვნული ნაკრების მაისურით. კეთილი შურით მშურს იმ ბიჭების, რომლებიც უმაღლეს ლიგაში საკუთარ ნაკრებს წარმოაჩენენ. რა თქმა უნდა, ხვიჩას სკაუტები "რუბინის" თამაშზე დაჰყვებიან, თუმცა ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული შეხვედრები შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს.

მინდა ამ გამოცდილების მიღება, რასაც ნაკრებში თამაში ჰქვია. მჯერა, რომ შევძლებ თავი ნაკრებსა და პრემიერლიგაში დავიმკვიდრო, მე ამ გამოწვევისთვის მზად ვარ.

მომზადებულია metaratings-ის მიხედვით

alt"ხვიჩა თვითნასწავლი არტისტია, რომელსაც უყვარს იმპროვიზაცია..." - ბერძენი ჟურნალისტი ხვიჩათი აღფრთოვანებულია

altკვარაცხელიას მამამ დაადასტურა: "იუვენტუსს" ხვიჩას დამატება სურს და აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს!

alt"ამ ორ ქართველს შორის უამრავი პარალელის გავლება შეიძლება..." - რუსულმა პრესამ კვარაცხელია ქინქლაძეს შეადარა

მკითხველის კომენტარები / 18 /
კვარა საერთოდ არ გავს მესისს, ის უფრო ნეიმარის სტილის მოთამაშეა.
თომა
28 აპრილი 2021 12:53
14
რას ადარებთ კვარაცხელიას მესისს ან ნეიმარს ? კი კაი ფეხბურთელია მაგრამ შედარება 000000000000
ა.კ
28 აპრილი 2021 15:13
11
ეე ძმებო აქ გაზრდილებს ხო აქვთ ქართული სული და გული, მენტალობა გერმანელებს შეშურდება ისეთი აქვთ, თუ შესაძლებლობა იქნება ითამაშოს!
ზ.გ.
29 მაისი 2021 09:19
1
ეს უფრო ბლოხინს გავს-- Веи веги
digela
28 აპრილი 2021 15:00
15
ბლოხინიო? გინახავს საერთოდ მისი თამაში? სსრკს დროს ყველაზე მეტი გოლის ავტორი . ეგეთი დონის ფეხბურთელი გვყავდეს ნეტავ ჩვენ
დავით 67
28 მაისი 2021 15:00
1
ბლოხინს ასე ნუ ეხუმრებით.სისწრაფესთან ერთად,ამ სისწრაფის შესაბამისი ტექნიკაც ჰქონდა და ტაქტიკურადაც,ძალიან ძლიერი იყო.ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად,ბეი ბეგის მოთამაშე,ვერ გახდები.რეზო ძოძუაშვილმა,ჯორჯ ბესტი სუფთად დაკეტა,ბლოხინს კი,ვერაფრით აჩერებდა.ბავარიას გოლი რომ გაუტანა,მთელი დაცვა,მარტომ მოატყუა.თანაც არა სისწრაფის ხარჯზე.
სოსო
28 მაისი 2021 13:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული