ქართველების გუნდის გამარჯვება 6 წაგების შემდეგ

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში ქართველების "როტორმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "ახმატი". გოლი ალეკსეი შეტკინმა 23-ე წუთზე გაიტანა.

"როტორში" შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ, ზურიკო დავითაშვილი 62-ე წუთზე შეცვალეს, ნიკოლაი ყიფიანი 81-ეზე, ხოლო გიორგი არაბიძე განაცხადში არ იყო.

"როტორმა" ჩემპიონატზე წაგებული ზედიზედ 6 მატჩის შემდეგ გაიმარჯვა, 26 თებერვლის შემდეგ პირველად გაიტანა გოლი, 21 ქულით მე-14 ადგილზეა და 7 მაისს სტუმრად "სოჭის" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
იტალიური წყაროების დაყრდნობით გადაწყვეტილია დავითაშვილი ინტერში მიდის..წლის ბოლოს კი ოქროს ბურთზეა წარდგენილი..
vova
01:27 02-05-2021
4
როტორი უნდა გავარდეს! იმიტომ რომ ფლამარიონი ბათუმში დაბრუნდეს და ამ ქართველი ჯიგრებსაც იქნებ რამე ეშველოთ...
ვილი სანიოლი
15:42 02-05-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული