ყაზანის "რუბინის" სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ ხვიჩას სატრანსფერო ღირებულებაზე ისაუბრა.
"ჩვენი ფასი კვარაცხელიას სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გახლავთ" - განაცხადა იაროვინსკიმ.
ასევე მითითებულია, რომ ევროპის რამდენიმე წამყვანმა კლუბმა ყაზანულ კლუბს ხვიჩას თაოაზე წინადადებით უკვე მიმართა. შეგახსენებთ, 20 წლის ქართველმა 23 შეხვედრა გამართა, თავი კი 4 გოლითა და 8 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. კვარაცხელიას რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.
უშუალოდ ამ სეზონში "რუბინი" რუსეთის პრემიერ ლიგაში მე-4 ადგილზე 49 ქულით იმყოფება.
წყარო: rusfootball
15:52 02-05-2021
"რუბინმა" ასტრონიმიული თანხა დაასახელა თუ რა ფასად შეელევა ხვიჩას..
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ბასილაშვილი რას შვრება, ბასილაშვილი?! რომ წაიღეთ...
2
2
აბა ამ თანხად კვარას გრანდების გარდა ვინ იყიდის?? რეალურად ძალიან მაღალი თანხა არის, ისე კვარამ დაამტკიცა რომ უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია ესპანეთთან და საბერძნეთთან!! სანაკრებო დონეზე თამაში მაინც სულ სხვა არის! აბა 15-20 მილიონად აქამდე უეჭველი იყიდიდნენ!!
5
3
ესე იგი არ უშვებენ, ამ ფასს არავინ არ გადაიხდის, უფრო მეტიც ასეთ ფასს რომ დაადებ და გამოაცხადებ ამ ფასად ვყიდიო ეს იმას ნიშნავს რომ კლუბებს ეუბნები არ მოხვიდეთ სალაპარაკოდ და უხურავ კარებს ყველას. არა ადეკვატური ფასია, 30 მილიონი ხალხო რა ფეხბურთელები ღირს იცით? გადახედეთ ტრანსფერ მარკეტს, მაგალითად ბარსაში ტრინკაო ღირს 25 მილიონი, პიანიჩი 28 მილიონი, სერხი რობერტო 25 მილიონი. რეალში თუნდაც ისკო ღირს 20 მილიონი, ასენსიო ღირს 35 მილიონი. არა ადეკვატურ ფასს ასახელებს რუბინი მითუმეტეს პანდემიის ფონზე...
9
2
ვაჭრობენ. 25 მილიონად გაყიდიან.
5
2
უჩალიჩებენ ესენი დარჩენას, უნდა გაასწრო მაქედან
5
1
< წინა1234შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული