"რუბინის" საიტმა გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და აპრილის თვეში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა - რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია.
კვარაცხელიას ხმა გამოკითხულთა 90%-მა მისცა
ხვიჩამ გასულ თვეში სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებიც მოიგეს და მან "სოჭისთან" გამარჯვების გოლი გაიტანა.
კვარაცხელიამ ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, 3 პენალტი მოინადირა, ამჟამად ტრავმირებულია, "რუბინი" კი სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და ევროტურნირებზე გასვლის კარგი შესაძლებლობა აქვს.